ბარსელონა კესიეს აგენტებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს

მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ბარსელონა" მომავალ კვირებში ფრანკ კესიეს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა შეთანხმების მიღწევას შეეცდება. კოტ-დ'ივუარელის შეძენით "პარი სენ-ჟერმენი" და "ლივერპულიც" (პლუს სხვა ინგლისური კლუბები) ინტერესდებიან, თუმცა, თავად ფეხბურთელს "ბარსაში" თამაში სურს.
კესიეს "მილანთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულში მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დამატება იქნება შესაძლებელი, მაგრამ მთავარ დაბრკოლებას ფრანკის მაღალი მოთხოვნები წარმოადგენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]