ბარსელონა პოლ პოგბას ალტერნატივად ფრანკ კესიეს განიხილავს

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა პოლ პოგბას შეძენაზე ფიქრობს.
ახლა კი, Mundo Deportivo-ს ცნობით, თუ კატალონიელები მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გადაბირებას ვერ მოახერხებენ, ისინი "მილანის" მოთამაშის, ფრანკ კესიეს ვარიანტზე გადაერთვებიან, რომელიც ფრანგის ალტერნატივაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისით პსჟ, "იუვენტუსი", "ტოტენჰემი" და "ლივერპულიც" ინტერესდებიან.
კოტ-დ'ივუარელ ფეხბურთელს "როსონერისთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულში მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი (როგორც პოგბას). იგი "სან სიროს" ბინადართა რიგებში 2017 წლიდან ასპარეზობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]