დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და “ბარსელონა” ამჯერადაც იაქტიურებს. კატალონიური კლუბი როგორც ფეხბურთელების დამატებაზე, ასევე გუნდიდან გაშვებაზე მუშაობს.
ამ სიახლეში გთავაზობთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.
- 02:22 – წინა იჯარებისგან განსხვავებით, ერიკ გარსიას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება. [ტონი ხუანმარტი]
- 02:20 – კანსელუმ და ფელიშმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და ორივე მათგანს კვირას “ოსასუნას” წინააღმდეგ განაცხადში მოხვედრა შეუძლია. [ტონი ხუანმარტი]
- 02:00 – ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
- 01:57 – ოფიციალურად: აბდე ეზალზული “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია. “ბარსელონას” მაროკოელის დაბრუნების უფლება აქვს.
- 01:55 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადადის. სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონი ევროა. “ბარსას” მაროკოელის მომავალი გაყიდვიდან 50% ერგება. [ფაბრიციო რომანო]
- 01:52 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ინიგო მარტინესი ლა ლიგაში დაარეგისტრირა.
- 01:48 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეხანდრო ბალდე ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 19 წლის ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
- 01:47 – ფელიშის მთლიან ხელფასს “ბარსელონა” დაფარავს. “ბარსაში” გადასვლამდე პორტუგალიელმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა და ანაზღაურება შეიმცირა. [მატეო მორეტო]
- 01:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის პრეზენტაცია ხვალ თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
- 01:38 – ოფიციალურად: ერიკ გარსია ერთწლიანი იჯარით “ჟირონას” შეუერთდა. კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ დევს.
- 01:12 – ოფიციალურად: მამადუ ფალი “ბარსელონას” ფეხბურთელია. “ბარსამ” 20 წლის მარჯვენა მცველი “ლოს ანჯელესიდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც შეტანილია. ფალი “ბარსა ატლეტიკში” იასპარეზებს.
- 00:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 00:13 – ოფიციალურად: ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. “ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 22:35 – ერიკ გარსიას “ჟირონაში” იჯარით გადასვლა გადაწყდა. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [Jijantes]
- 22:33 – ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” – Here We Go. პორტუგალიელი “ბარსაში” იჯარით გადადის. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [ფაბრიციო რომანო]
- 20:46 – ჟოაუ ფელიშმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ერთი წლით, 2028 წლამდე, გაახანგრძლივა. [მატეო მორეტო]
- 20:24 – კანსელუ და ფელიში სასტუმროდან “სიუტატ ესპორტივაზე” მივლენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ტრანსფერების გაოფიციალურებას თბილისის დროით 00:00 საათამდე არ უნდა ველოდოთ.
- 20:14 – ჟოაუ კანსელუ ბარსელონაშია. [ჟერარ რომერო]
- 20:11 – ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ აბდე ეზალზულისა და ანსუ ფატის დათმობა ჩავის გეგმებში არ შედიოდა. [MD]
- 20:08 – “მანჩესტერ სიტი” ჟოაუ კანსელუს გაშვებას მაშინ დათანხმდა, როდესაც “ბარსელონამ” გარსიას “ჟირონაში” წასვლის უფლება მისცა. “სიტის” და “ჟირონას” მფლობელი City Football Group-ია. [ტონი ხუანმარტი]
- 19:12 – ჟოაუ ფელიში ბარსელონას აეროპორტში “ბლაუგრანას” მაისურთან ერთად ფოტოებს იღებს. [ჟერარ რომერო]
- 18:38 – ჟოაუ ფელიში ბარსელონაში ჩაფრინდა. პორტუგალიელის თვითმფრინავი კატალონიის დედაქალაქში ახლახან დაჯდა. ფელიშის ფრენას თვალს 14 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტი იყო. [ჟერარ რომერო]
- 18:20 – ერიკ გარსია “ჟირონაში” იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ჩავის ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ესპანელმა, აბდე ეზალზულის მსგავსად, იმ გუნდში წასვლა არჩია, რომელშიც მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. [კატალონიის რადიო]
- 18:15 – აბდე “ბეტისში” გადასვლასთან ნამდვილად ახლოსაა, მაგრამ კლუბს ამ ეტაპზე FFP-ს გამო ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. [ელენა კონდისი]
- 18:11 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადასვლასთან ახლოსაა. “ბარსა” სევილიელებისგან 10-12 მილიონ ევროსა და მომავალი გაყიდვიდან 50%-იან წილს მიიღებს. [MD]
- 17:58 – ჟოაუ კანსელუს “ბარსელონას” გარდა არცერთ კლუბთან მოლაპარაკება არ უწარმოებია. მას მხოლოდ “ბლაუგრანა” სურდა. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. [ფაბრიციო რომანო]
- 17:55 – “ბაიერნს” ჟოაუ კანსელუს დაბრუნება სურდა, მაგრამ პორტუგალიელმა გერმანელტა შემოთავაზება დაბლოკა. [კრისტიან ფოლკი, Sport Bild-ის “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 17:54 – ჟოაუ კანსელუ, ჟოაუ ფელიში და მათი აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში მიფრინავენ. [ჟერარ რომერო]
- 16:59 – ოფიციალურად “ბარსელონამ” ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ახლა დასარეგისტრირებელი მხოლოდ ინიგო მარტინესი, ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუა.
- 16:37 – “ბარსელონა” ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერებს თითქმის დახურულად მიიჩნევს. კლუბში პორტუგალიელების დამატებისა და აბდე ეზალზულის “ბეტისში” გაშვების საკითხს მაქსიმალური ოპტიმიზმით უყურებენ. კანსელუ და ფელიში “ბარსაში” ითამაშებენ. [ტონი ხუანმარტი]
- 16:28 – “მანცესტერი სიტი” ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” გაშვებას საბოლოოდ დასთანხმდა. პორტუგალიელს თბილისის დროით 20:00 საათზე ბარსელონას მიმართულებით ფრენა აქვს დაჯავშნილი. კანსელუ “ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება. [ჟერარ რომერო]
- 16:25 – “ბარსაში” ამბობენ, რომ დღეს დარჩენილი ფეხბურთელების – ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიას, ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის დარეგისტრირებას შეძლებენ. [Mundo Deportivo]
- 16:13 – ოფიციალურად: ანსუ ფატი ერთწლიანი იჯარით “ბრაიტონში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 16:12 – “ბაიერნი” კანსელუს ნამდვილად დაუკავშირდა. გერმანული კლუბი “სიტის” ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს. კანსელუს “ბარსასთან” შეთანხმება აქვს, თუმცა კატალონიელებს ამ ეტაპზე მისი დამატება არ შეუძლიათ. [ფლორიან პლეტენბერგი, “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 15:32 – კლუბი, რომელიც ჟოაუ კანსელუს დაუკავშირდა, “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” მის დამატებას ვერ მოახერხებს. “ბარსა” “სიტის” დარწმუნებას ცდილობს. კანსელუ თავის აგენტთან ერთად კატალონიელებს ელოდება. [ტონი ხუანმარტი, ადრია ალბეტსი]
- 14:45 – ოფიციალურად: კლემან ლანგლე ერთწლიანი იჯარით “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 14:22 – ჟოაუ კანსელუმ ბოლო წუთებში ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან შეთავაზება მიიღო. [ადრია ალბეტსი, სანტი ოვალიე]
- 14:19 – ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა “ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. [Sport]
- 13:57 – ჟოაუ კანსელუ მზადაა, ხელფასი 20%-ით შეიმციროს. [Sport]
- 13:52 – ჩავიმ აბდე ეზალზულსა და ერიკ გარსიას უთხრა, რომ ისინი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან. მწვრთნელმა გარსიასგან დარჩენის თანხმობა უკვე მიიღო, აბდეს კი კვლავ ეჭვები აქვს. [ხავი მიგელი]
- 13:47 – “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის კანსელუს თაობაზე შეთანხმება გარდაუვალია. [ლუის როხო]
- 13:36 – “ატლეტიკო” უარყოფს ინფორმაციას, რომ “ბლაუგრანასთან” ფელიშის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. [ჟერარ რომერო]
- 13:30 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ჟოაუ ფელიშის იჯარაზე შეთანხმდნენ. როგორც კი კლუბს მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება, პორტუგალიელი “ბარსას” ფეხბურთელი გახდება. [ლუის როხო (Marca)]
- 13:10 – “ბარსელონა” Libero Football Finance-სგან თანხას დღეს ვერ მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა. ამის გამო, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად საჭირო თანხას კლუბის დირექტორთა საბჭო უზრუნველყოფს. [ადრია სოლდევილა]
- 12:50 – ჟოაუ ფელიში პერსონალური მიზეზების გამო “ატლეტიკოსთან” ერთად არ ვარჯიშობს. [Jijantes]
- 11:57 – “ბარსელონამ” აბდე ეზალზულის შეატყობინა, რომ მას მხოლოდ მუდმივი ტრანსფერით გაუშვებს. მაროკოელის მომავალი კლუბი დიდი ალბათობით “რეალ ბეტისი” იქნება, რომელიც მის შესაძენად კრეატიულ ფორმულას ეძებს. [ტონი ხუანმარტი]
- 11:54 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ჟოაუ კანსელუს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფეხბურთელი კატალონიაში გაფრენისთვის “ქალაქელების” დასტურს ელოდება. [ადრია ალბეტსი, Mundo Deportivo]
გამარჯობათ.
პრეზენტაციას სად შეიძლება ვუყურო?
ლინკი არ გაქვთ?
cruyff9,
https://www.youtube.com/watch?v=_lEPVl5vsBk
რუსულადაა, მაგრა თუ ნორმალურად გესმის რუსული, ძალიან კარგად აქვთ ახსნილი ფაბრიციოს ისტორიაც და როგორ ინარჩუნებს დონეს
რეალურად გუნდში ნაგავი დარჩა, ალონსო და რობერტო რომლებსაც 1 წლიანი კონტრაქტები აქვთ და შემდეგ წელს რო რამე წავლენ, დანარჩენი გუნდში ყველა სასტარტოსთვის ბრძოლობს და მაგრად ასწორებს, შემდეგ წელს ახალ კამპნოუზე ნაგავი აღარ უნდა შეიშვას 😁😁
როგორც დავწერე ზუსტად ისე ახდა ყველაფერი
მომკალი და არ მევასებიან პორტუგალიელები ბარსაში
ბალდე 3 ✅
ფელიში 14 ✅
ალბათ კანსელუ 2 აიღებს ინიგო 5ს
გამოსყიდვის უფლება რი არ გვაქვს ტეხავს, ფატის ამბავიც კაია, გავიგებთ ბრაიტონში რამის გამკეთებელი თუა.
ყველაზე მეტად იმან გაასწორა რომ არაფერს ველოდი ამ სატრანსფერო ფანჯრისგან და საკაიფოდ გაძლიერდნენ. პლიუს ფერნამა აშკარად მოუმაატა. პედროს ტრამვა მადარდება მხოლოდ ბევრი უცდება და არაუხოს. დანარჩენი საერიოზუკად კონკურენტული გუნდი გვყავს ბოლოს როდის გვყავდა არ მახსოვს. დაბალანსება აწი ხავიზეა.
მეისონ გრინვუდი რო ხეტაფეში გადასულა მაგის დათრწვაც შეიძლებოდა კლუბის აგარეშე იყო თან.
ლაპორტას ქონდეს მაყუთი რეალ მადრიდს იყიდის პერესიანად ისეთი ნა.ოზვარია😂საღოლ ბორდს.ასეთ სიტუაციაში ასე გააძლიერო გუნდი და გაასუფთავო ნაგვისგან რავიცი მგონი არავინ ველოდოთ არცერთი კულე🙃ჟოაოებსაც მალადეც ხელფასები რო შეიმცირეს დაუფასდებათ.მთავარია ეხლა ხავიმ ილოვის შემადგენლობა და წყობა.კლასი და გამოცდილება აშკარად მოგვემატა ორმაგად
Daglijes dzmao am satransfero fanjarazec ra. Meti ravici raga unda eqnat prosta.yvela rgolshi udzerskesi igrokebi moiyvanes,nagavi gayares,xelfasebi sheamcires. Sagol💙❤️ laliga da meotxed finali,plus copa an tasi tu ar wamoigo xavim miliardi procentit unda gaa*meinon. Es yvelaferi ertad,plus tamashis xarisxi iasnad unda gamoasworos.
უკვე აბდეც წავიდა
ბალდეს 3 ნომერი გამიხარდაა, კანსელოს 2 ს მისცემენ ალბათ , აი ინიგოს რას უშვრებიან? და აბდე აშკარად დარჩა 1 წუთიღაა დრო და დაიტოვეს სავარაუდოდ რა ,ეგრეც ჯობდა რა ფერანი,რაფინია ,ფელიქსი ,ლევანა ,ლამინი და აბდე (დიდი ვერაფერი მარა :/ )
Shamati_, ორი წუთის წინ დავიწყე პოსტის წერა და სანამ დავაკომენტარე ინიგოც დაარეგისტრირეს და აბდეც გაუშვეს 😂😂😂😂😂
საბა საპანაძე და სალი საგინაშვილი როგორც იგებენ პირველები მასე 😂 ნუ ეს იმხელა მაყუთს შოულობს ამ ექსკლუზივებით რომ არც გაგიკვირდეს წილსაც იხდიდეს ფეხბურთელების აგენტებთან
ნოდარა აწვდის მელაძე ექსკლუზივებს 😂😂😂