“ბარსელონას” ქალთა გუნდის ახალი პოლიტიკა საუკეთესო ახალგაზრდული ტალანტის მოძიებაზე, მოზიდვასა და აკადემიის აღზრდილებისთვის შანსის მიცემაზეა დაფუძნებული. ახალგაზრდებისთვის სათამაშო დროის გამოყოფა ჩვეულებრივი ამბავია და ეს მხოლოდ ფორმალური ჟესტი არ არის. თავდამსხმელმა მაისა ბაჰამ ლოგრონიოში სადებიუტო ოფიციალური გოლი გაიტანა – სულ რაღაც 15 წლის, 8 თვისა და 10 დღის ასაკში.
ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც გოლი გაუტანია მას შემდეგ, რაც “ბარსელონას” ქალთა გუნდი კლუბის ოფიციალურ სტრუქტურაში შევიდა (2002 წელი). მაისამ თავისი თანაგუნდელის, ვიკი ლოპესის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2023 წლის 25 იანვარს “ლევანტე ლას პლანასთან” შეხვედრაში (7-0) თავი 16 წლის, 5 თვისა და 27 დღის ასაკში გამოიჩინა.
პერე რომეუ მალაგაში დაბადებულ ფორვარდს სრულად ენდობა. მან წინასასეზონო შეკრება პირველ გუნდთან ერთად გაიარა და “მონპელიესთან” ამხანაგურ მატჩში გოლიც შეაგდო. ტალანტმა და პოტენციალმა ის ევა პაიორის ბუნებრივ შემცვლელად აქცია. “ლას გაუნასზე” გამართულ შეხვედრაში მაისამ კაროლინ გრემ ჰანსენის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავური დარტყმით უპასუხა და ბადეში გადაგზავნა.
მაისას უკვე დამყარებული ჰქონდა ასაკობრივი რეკორდი, როდესაც “ბარსელონას” პირველ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. ეს Liga F Moeve-ს პირველ ტურში, “ტენერიფეს” წინააღმდეგ მოხდა: 15 წლის, 7 თვისა და 14 დღის ასაკში მან ვიკი ლოპესის კიდევ ერთი მაჩვენებელი გააუმჯობესა. საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრას “პარიზის” წინააღმდეგ ის ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს – ტურნირის რეგულაციებით, მოთამაშეს მოედანზე გასვლა 16 წლის შესრულებამდე ეკრძალება. შესაბამისად, ევროარენაზე წუთების მიღებას ის 2027 წლის 16 იანვრამდე ვერ შეძლებს.
მორიგი გოლი სტანდარტულიდან
მაისა ფიზიკურად ძლიერი ცხრიანია, რომელსაც გოლის განსაკუთრებული ალღო აქვს. ის 2004 წლის აფრიკის ერთა თასის ჩემპიონის, მაროკოელი ყოფილი თავდამსხმელის, ნაბილ ბაჰას შვილია, რომელიც თავის დროზე “რასინგ ფეროლში” (2005-06), “პონფერადინაში” (2007), “მალაგასა” (2007-11) და “საბადელში” (2011-13) გამოდიოდა. ლა მასიას მცხოვრები “ბარსელონაში” ორი წლის წინ გადავიდა.
მისი გოლი კიდევ ერთი შედეგი იყო იმ სტანდარტული მდგომარეობების დამუშავებისა, რომლითაც “ბარსა” წარმატებას ხშირად აღწევს. შორს რომ არ წავიდეთ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კლარა სერახორდიმაც კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიტანა. ამ წარმატებული სტრატეგიის ავტორი ენრიკ ლიუკია, რომელიც პერე რომეუს სამწვრთნელო შტაბს ერთ წელზე ნაკლებია, რაც შეუერთდა.
ლამინს დაცინიან ქართველი პროფესორები კვარამადიდებლები, ჰოდა ეგე ეხლა 20-ში ვნახავთ ყველაფერს და ყველა მიხვდება რასაც წარმოადგენს ლამინი. წელს თუ არა უახლოეს წლებში კი მოიგებს და. იამალს ქონია თავში ავარდნილი როცა კაცი ამ კალიბრის იგროკია და კვარას მსაჯების შეტენილი ლიგით ოქროს ბურთი ნებავს, ირლანდიას გაუტანოს ჯერ.
კეინმა თუ ოქროს ბურთი მოიგო ყველაზე დასირება გამარჯვებული იქნება ისტორიაში!!!!!!
ცარიელი კლასი არის ოიარსაბალი. ძაან მაღალი დონე და ძალიან დაუფასებელია.
ყველაზე დაუფასებელია ოიარსაბალა ზე კლასნიაა
ეგრევე შეეტყო გუნდს ყვერანას გასვლა 😉 . ისე კეინივით მაინც დარტყმული პენალი გაეფუჭებინა კვარას და არა გაფორმებული🙂 . ყველამ გამაზა პენლები ვინც ოქროს ბურთზეა ნომინირებული, ჯერ იამალმა, მერე კვარა და ახლა კეინი 🙂
იამალმა გოლი გაიტანა, 2 ასისტიც ექნებოდა, რომ არა ის სირმანჯო და ახლა ისეთი პრესინგი ითამაშა რომელსაც გოლი მოჰყვა. ნეტა ის მეორეც გაეტანა და მიეცით ოქროს ბურთი.
სამართალმა პური ჭამა. ეგ თუ პენალტი იყო არ ვიცი…
ბელინგემს შეეტყო მბაპეს და ვინიციუსის გავლენა წაქცევაში🙂
ჩემთვის ოქროს ბურთის უალტერნატივო გამარჯვებული იამალი უნდა გახდეს! დღესაც ორივე გუნდიდან ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს! ერთ ტაიმში გოლიც მოასწრო და ორი საგოლე პასიც გაუკეთა ყვერანს და ოლმოს! კლასს ასხივებს ეს ბიჭი!
რა კარგია ფერან ტორესი რო აღარ გვყავს ტიპი რა ჩლუნგია
გორდონი ძალიან კლასნია ქუსლით ისეთ პასებს ტოვებს და წამში იხსნება იმედია ბარსაში ბოლომდე გაიხსნება.👌🏻
გორდონის გოლები გაასწორებს კლუბამდე და მერე ეგება კლუბშიც შეყაროს გოლები ეგეც დუხზე უნდა დადგეს როგორც ადეიმია და ბარსელონას მომაკვდინებელი შეტევა ეყლება არც ეხლაა ნაკლები მაგრამ ბოლომდე გახსნას 10 გოლიანი ნიშნულები მოყვება🤣🤣🤣