workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

პენია ბლაუგრანა თბილისი

Penya Blaugrana Tbilisi

Penya Blaugrana Tbilisi საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბია საქართველოს დედაქალაქში.

ჩვენმა ფანკლუბმა “ბარსელონასგან” ოფიციალური სტატუსი 2017 წლის 6 თებერვალს მიიღო, თუმცა, კატალონიური გუნდის გულშემატკივრების სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს.

პრივილეგიები

რა პრივილეგიები ექნებათ Penya Blaugrana Tbilisi-ს წევრებს:

  • “ბარსელონას” მიერ დამზადებული საწევრო ბარათი (ელექტრონული);
  • “ბარსელონას” მიერ გამართულ გათამაშებებში მონაწილეობის მიღების უფლება;
  • 25%-იანი ფასდაკლება ს.კ. “ბარსელონას” მუზეუმში;
  • 5%-იანი ფასდაკლება “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიებში;
  • “ბარსელონას” სხვადასხვა ფანკლუბების შეკრებაზე დასწრების უფლება;
  • “ბარსელონას” ქალთა გუნდის საშინაო თამაშების ბილეთებზე 5%, 30% ან 50%-იანი ფასდაკლება;
  • “ბარსელონას” კალათბურთის გუნდის საშინაო თამაშების ბილეთებზე 5%, 15% ან 25%-იანი ფასდაკლება;
  • “ბარსელონას” ფუტსალის გუნდის საშინაო თამაშების ბილეთებზე 5%, 15% ან 25%-იანი ფასდაკლება;
  • “ბარსელონას” ხელბურთის გუნდის საშინაო თამაშების ბილეთებზე 5%, 15% ან 25%-იანი ფასდაკლება;
  • “ბარსელონას” ჰოკეის გუნდის საშინაო თამაშების ბილეთებზე 5%, 15% ან 25%-იანი ფასდაკლება.