“ბარსელონას” ქალთა გუნდი ესპანური ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
1988 წელს ქალთა ფეხბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება დაიწყო. ჩემპიონატის ერთ-ერთი დამფუძნებელი გუნდი Club Femení Barcelona იყო, რომელსაც “ბარსელონა” ასპონსორებდა.
გუნდმა პირველ წარმატებას 1991/92 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. 2 წლის შემდეგ კატალონიელებმა პირველი ტიტული, ესპანეთის თასი მოიგეს. ამის შემდეგ რთული პერიოდი დაიწყო და 1997 წელს გუნდი მე-2 დივიზიონში გავარდა.
2001 წელს “ბარსელონამ” ქალთა სექცია ოფიციალურად დააარსა, ესპანეთის ჩემპიონატმა კი რეფორმა განიცადა და Superliga Femenina დაერქვა.
“ბარსელონამ” ელიტაში დაბრუნება 2004 წელს მოახერხა, მაგრამ 2007 წელს მხოლოდ ერთი წლით გავარდა. მალევე წარმატებული პერიოდიც დაიწყო.
2011 წელს “ბარსამ” ესპანეთის თასი მეორედ მოიგო. ერთი წლის შემდეგ კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარეს – თავი 94 ქულას მოუყარეს და ეს ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგეს.
2012/13 წლების სეზონში “ბლაუგრანამ” ტიტული დაიცვა, რასაც ესპანეთის თასიც დაამატა და დუბლი პირველად გაიფორმა. იგივე მომდევნო წელსაც განმეორდა, 2014/15 წლების სეზონში კი “ბარსა” ჩემპიონატს დასჯერდა.
ქვეყნის პირველობის ზედიზედ 4-ჯერ მოგების შემდეგ, “ბარსელონა” ზედიზედ 4-ჯერ მე-2 ადგილზე გავიდა. ამ 4 წლის განმავლობაში “ბლაუგრანამ” ესპანეთის თასი 2-ჯერ მოიგო.
2018/19 წლების სეზონში “ბარსელონას” ქალთა გუნდი უტიტულოდ დარჩა, მაგრამ ეს სეზონი მაინც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება, რადგან გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა.
2019/20 წლების სეზონში “ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლების გემოც გაიხსენა და ქვეყნის სუპერ თასის პირველ გათამაშებაშიც (“სოსიედადთან” გამართულ ფინალში 10-1) მარტივად იმარჯვა.
ამის შემდეგ, “ბარსელონას” ქალთა გუნდმა მსოფლიო ფეხბურთში უპრეცედენტო დომინაცია დაიწყო და მომდევნო წლებში ესპანეთის ჩემპიონატსა თუ ევროპულ ტურნირებზე აბსოლუტურ ჰეგემონიას მიაღწია.
ტიტულები
* რეკორდი

ესპანეთის ჩემპიონატი
2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23, 2023/24, 2024/25, 2025/26

ჩემპიონთა ლიგა
2020/21, 2022/23, 2023/24, 2025/26

ესპანეთის თასი
1993/94, 2010/11, 2012/13, 2013/14, 2016/17, 2017/18, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2023/24, 2024/25, 2025/26

კატალონიის თასი
2009, 2010, 2011, 2012, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2024

ესპანეთის სუპერ თასი
2019/20, 2021/22, 2022/23, 2023/24, 2024/25, 2025/26

ხენერალიტატის თასი
1985