“ბარსელონასთან” გამარჯვების შემდეგ ლუის ენრიკეს არ დაუმალავს ის სირთულეები და წნეხი, რაც მისმა გუნდმა მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ესპანელმა სპეციალისტმა შეხვედრიდან მთავარი პოზიტივი გამოიტანა: “პსჟ ისეთი ვიხილე, როგორიც ყოველთვისაა” – გუნდი, რომელმაც ურთულეს ვითარებასთან ადაპტაცია მოახერხა. როგორც ასტურიელი დამრიგებელი წინასწარ გრძნობდა, “ბარსელონამ” უმაღლეს დონეზე ითამაშა და მატჩის მიმდინარეობისას შექმნილ დაბრკოლებებს ის მოულოდნელობად არ მიიჩნევს.
“ამას ველოდი კიდეც. ძალიან თანაბარი თამაში იყო. ‘ბარსელონას’ იმ უმაღლეს დონეს მანამ ვერ წარმოიდგენ, სანამ მათ პირისპირ არ აღმოჩნდები. როდესაც შენი დონის ან შენზე უკეთეს გუნდებს ეთამაშები, ადაპტაცია უნდა შეგეძლოს. პირველი ტაიმი კარგად გავაკონტროლეთ, თუმცა მეორე ნახევარში 10-15 წუთი ტანჯვა მოგვიწია. მთავარი ის იყო, რომ ანგარიშში წინ გავედით, რამაც დაგვამშვიდა”, – განაცხადა ლუის ენრიკემ Movistar Liga de Campeones-ის ეთერში.
დუეს მიერ გატანილი პირველი გოლი “ბარსელონასთვის” მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა კატალონიელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს.
უარი ეიფორიას: “პირველივე ხაფანგი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ განსაკუთრებულები ვართ”
პარიზელთა დამრიგებელმა ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვების მიუხედავად, თავბრუხვევას არ უნდა მიეცნენ – მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე ამ შეხვედრას 11-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ორგზის გამარჯვებულია, ლუის ენრიკემ თავმდაბლობის შენარჩუნება მოითხოვა:
“პირველივე ხაფანგი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ყველაზე საუკეთესოები ან განსაკუთრებულები ვართ”.
შემტევების თავგანწირვა დაცვაში
ლუის ენრიკემ განსაკუთრებული მადლიერება თავისი ფეხბურთელების, უპირველესად კი შემტევი ხაზის მიმართ გამოხატა:
“ფორვარდებმა დაცვაში კოლოსალური სამუშაო გასწიეს. მეტოქის ნახევარზე ბურთის დაბრუნების კომპონენტში აშკარად უკეთესები ვიყავით. იმისათვის, რომ ბურთი ლამინს, ფერმინსა თუ დანი ოლმოს წაართვა, აუცილებელია თანაგუნდელების მუდმივი დაზღვევა და დახმარება”.
პარიზელთა თავდადება ყველა ხაზში იგრძნობოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში დუემ მარცხენა ფლანგიდან მარჯვნივ გადაინაცვლა, რათა ლამინ იამალის მორიგი სახიფათო გარღვევა ჩაეშალა.
“მე კულე ვარ, მაგრამ პროფესიონალი”
მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ კვლავ ღიად ისაუბრა საკუთარ კატალონიურ სიმპათიებზე, რაც გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს სრულებით არ აკნინებს:
“მე კულე ვარ, მაგრამ ამავდროულად პროფესიონალი და ჩემი გუნდის გამარჯვებებით სიამოვნებას ვიღებ”.
ახლა კი მისი გუნდი “პარი სენ-ჟერმენია”, რომელმაც ფლიკის დაუმარცხებელი სერიის შეჩერება შეძლო.
იმედია 1/4 ფინალში შევხვდებით სადაც ფლიკს არ შეეშინდება და უკვე მოგებული არ ეგონება და ქაჯ გავის არ შემოუყვანს ციტინია რუიზი ნევეშის ტრიოს
კიი და კიდე იმედია როდრის არ დასვამს სკამზე ესეთი დონის მატჩში გასაგებია, რო ლიგაა საწყისი ფაზაა ორი მოგებაა გაქ და ა.შ. მარა პრინციპი ამ
მატჩშიც ძალიან დიდი მქონდა მე პირადად არ გავკარი რეალ მადრიდს ეს მატჩი მიგვეგო მერჩივნა ვიდრე რეალითან მოგება