დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და “ბარსელონა” ამჯერადაც იაქტიურებს. კატალონიური კლუბი როგორც ფეხბურთელების დამატებაზე, ასევე გუნდიდან გაშვებაზე მუშაობს.
ამ სიახლეში გთავაზობთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.
- 02:22 – წინა იჯარებისგან განსხვავებით, ერიკ გარსიას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება. [ტონი ხუანმარტი]
- 02:20 – კანსელუმ და ფელიშმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და ორივე მათგანს კვირას “ოსასუნას” წინააღმდეგ განაცხადში მოხვედრა შეუძლია. [ტონი ხუანმარტი]
- 02:00 – ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
- 01:57 – ოფიციალურად: აბდე ეზალზული “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია. “ბარსელონას” მაროკოელის დაბრუნების უფლება აქვს.
- 01:55 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადადის. სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონი ევროა. “ბარსას” მაროკოელის მომავალი გაყიდვიდან 50% ერგება. [ფაბრიციო რომანო]
- 01:52 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ინიგო მარტინესი ლა ლიგაში დაარეგისტრირა.
- 01:48 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეხანდრო ბალდე ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 19 წლის ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
- 01:47 – ფელიშის მთლიან ხელფასს “ბარსელონა” დაფარავს. “ბარსაში” გადასვლამდე პორტუგალიელმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა და ანაზღაურება შეიმცირა. [მატეო მორეტო]
- 01:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის პრეზენტაცია ხვალ თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
- 01:38 – ოფიციალურად: ერიკ გარსია ერთწლიანი იჯარით “ჟირონას” შეუერთდა. კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ დევს.
- 01:12 – ოფიციალურად: მამადუ ფალი “ბარსელონას” ფეხბურთელია. “ბარსამ” 20 წლის მარჯვენა მცველი “ლოს ანჯელესიდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც შეტანილია. ფალი “ბარსა ატლეტიკში” იასპარეზებს.
- 00:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 00:13 – ოფიციალურად: ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. “ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 22:35 – ერიკ გარსიას “ჟირონაში” იჯარით გადასვლა გადაწყდა. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [Jijantes]
- 22:33 – ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” – Here We Go. პორტუგალიელი “ბარსაში” იჯარით გადადის. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [ფაბრიციო რომანო]
- 20:46 – ჟოაუ ფელიშმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ერთი წლით, 2028 წლამდე, გაახანგრძლივა. [მატეო მორეტო]
- 20:24 – კანსელუ და ფელიში სასტუმროდან “სიუტატ ესპორტივაზე” მივლენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ტრანსფერების გაოფიციალურებას თბილისის დროით 00:00 საათამდე არ უნდა ველოდოთ.
- 20:14 – ჟოაუ კანსელუ ბარსელონაშია. [ჟერარ რომერო]
- 20:11 – ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ აბდე ეზალზულისა და ანსუ ფატის დათმობა ჩავის გეგმებში არ შედიოდა. [MD]
- 20:08 – “მანჩესტერ სიტი” ჟოაუ კანსელუს გაშვებას მაშინ დათანხმდა, როდესაც “ბარსელონამ” გარსიას “ჟირონაში” წასვლის უფლება მისცა. “სიტის” და “ჟირონას” მფლობელი City Football Group-ია. [ტონი ხუანმარტი]
- 19:12 – ჟოაუ ფელიში ბარსელონას აეროპორტში “ბლაუგრანას” მაისურთან ერთად ფოტოებს იღებს. [ჟერარ რომერო]
- 18:38 – ჟოაუ ფელიში ბარსელონაში ჩაფრინდა. პორტუგალიელის თვითმფრინავი კატალონიის დედაქალაქში ახლახან დაჯდა. ფელიშის ფრენას თვალს 14 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტი იყო. [ჟერარ რომერო]
- 18:20 – ერიკ გარსია “ჟირონაში” იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ჩავის ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ესპანელმა, აბდე ეზალზულის მსგავსად, იმ გუნდში წასვლა არჩია, რომელშიც მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. [კატალონიის რადიო]
- 18:15 – აბდე “ბეტისში” გადასვლასთან ნამდვილად ახლოსაა, მაგრამ კლუბს ამ ეტაპზე FFP-ს გამო ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. [ელენა კონდისი]
- 18:11 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადასვლასთან ახლოსაა. “ბარსა” სევილიელებისგან 10-12 მილიონ ევროსა და მომავალი გაყიდვიდან 50%-იან წილს მიიღებს. [MD]
- 17:58 – ჟოაუ კანსელუს “ბარსელონას” გარდა არცერთ კლუბთან მოლაპარაკება არ უწარმოებია. მას მხოლოდ “ბლაუგრანა” სურდა. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. [ფაბრიციო რომანო]
- 17:55 – “ბაიერნს” ჟოაუ კანსელუს დაბრუნება სურდა, მაგრამ პორტუგალიელმა გერმანელტა შემოთავაზება დაბლოკა. [კრისტიან ფოლკი, Sport Bild-ის “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 17:54 – ჟოაუ კანსელუ, ჟოაუ ფელიში და მათი აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში მიფრინავენ. [ჟერარ რომერო]
- 16:59 – ოფიციალურად “ბარსელონამ” ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ახლა დასარეგისტრირებელი მხოლოდ ინიგო მარტინესი, ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუა.
- 16:37 – “ბარსელონა” ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერებს თითქმის დახურულად მიიჩნევს. კლუბში პორტუგალიელების დამატებისა და აბდე ეზალზულის “ბეტისში” გაშვების საკითხს მაქსიმალური ოპტიმიზმით უყურებენ. კანსელუ და ფელიში “ბარსაში” ითამაშებენ. [ტონი ხუანმარტი]
- 16:28 – “მანცესტერი სიტი” ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” გაშვებას საბოლოოდ დასთანხმდა. პორტუგალიელს თბილისის დროით 20:00 საათზე ბარსელონას მიმართულებით ფრენა აქვს დაჯავშნილი. კანსელუ “ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება. [ჟერარ რომერო]
- 16:25 – “ბარსაში” ამბობენ, რომ დღეს დარჩენილი ფეხბურთელების – ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიას, ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის დარეგისტრირებას შეძლებენ. [Mundo Deportivo]
- 16:13 – ოფიციალურად: ანსუ ფატი ერთწლიანი იჯარით “ბრაიტონში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 16:12 – “ბაიერნი” კანსელუს ნამდვილად დაუკავშირდა. გერმანული კლუბი “სიტის” ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს. კანსელუს “ბარსასთან” შეთანხმება აქვს, თუმცა კატალონიელებს ამ ეტაპზე მისი დამატება არ შეუძლიათ. [ფლორიან პლეტენბერგი, “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 15:32 – კლუბი, რომელიც ჟოაუ კანსელუს დაუკავშირდა, “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” მის დამატებას ვერ მოახერხებს. “ბარსა” “სიტის” დარწმუნებას ცდილობს. კანსელუ თავის აგენტთან ერთად კატალონიელებს ელოდება. [ტონი ხუანმარტი, ადრია ალბეტსი]
- 14:45 – ოფიციალურად: კლემან ლანგლე ერთწლიანი იჯარით “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 14:22 – ჟოაუ კანსელუმ ბოლო წუთებში ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან შეთავაზება მიიღო. [ადრია ალბეტსი, სანტი ოვალიე]
- 14:19 – ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა “ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. [Sport]
- 13:57 – ჟოაუ კანსელუ მზადაა, ხელფასი 20%-ით შეიმციროს. [Sport]
- 13:52 – ჩავიმ აბდე ეზალზულსა და ერიკ გარსიას უთხრა, რომ ისინი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან. მწვრთნელმა გარსიასგან დარჩენის თანხმობა უკვე მიიღო, აბდეს კი კვლავ ეჭვები აქვს. [ხავი მიგელი]
- 13:47 – “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის კანსელუს თაობაზე შეთანხმება გარდაუვალია. [ლუის როხო]
- 13:36 – “ატლეტიკო” უარყოფს ინფორმაციას, რომ “ბლაუგრანასთან” ფელიშის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. [ჟერარ რომერო]
- 13:30 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ჟოაუ ფელიშის იჯარაზე შეთანხმდნენ. როგორც კი კლუბს მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება, პორტუგალიელი “ბარსას” ფეხბურთელი გახდება. [ლუის როხო (Marca)]
- 13:10 – “ბარსელონა” Libero Football Finance-სგან თანხას დღეს ვერ მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა. ამის გამო, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად საჭირო თანხას კლუბის დირექტორთა საბჭო უზრუნველყოფს. [ადრია სოლდევილა]
- 12:50 – ჟოაუ ფელიში პერსონალური მიზეზების გამო “ატლეტიკოსთან” ერთად არ ვარჯიშობს. [Jijantes]
- 11:57 – “ბარსელონამ” აბდე ეზალზულის შეატყობინა, რომ მას მხოლოდ მუდმივი ტრანსფერით გაუშვებს. მაროკოელის მომავალი კლუბი დიდი ალბათობით “რეალ ბეტისი” იქნება, რომელიც მის შესაძენად კრეატიულ ფორმულას ეძებს. [ტონი ხუანმარტი]
- 11:54 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ჟოაუ კანსელუს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფეხბურთელი კატალონიაში გაფრენისთვის “ქალაქელების” დასტურს ელოდება. [ადრია ალბეტსი, Mundo Deportivo]
ამ შემადგენლობით ლა ლიგა მაინც თუ ვერ მოვიგეთ ჩავის უნდა გადაახიონ ყველაფერი თავზე
ამ ორ ტრანსფერს შეწირეს 10 კაცი და რანაირად აბა😃😃 (ვინც გაუშვეს ყველა გასაშვები იყო)
კანსელუც დაიდოს და მართლა შეიძლება მერე ლიგაზე გაწევა.
————–ტერ შენგენი
კანსელუ-არაუხო-კუნდე-ბალდე
–გუნდოგანი-დე იონგი-პედრი
იამალი-ლევანდოსვკი-ფელიში
———–ტერ შტეგენი
კანსელუ-კუნდე-არაუხო-ბალდე
–გავი-დე იონგი-გუნდოგანი
————-პედრი
–ლევანდოვსკი-ფელიში
რაც მთავარია რომეუ არ დამანახოთ, მაგის ჩამომთრევს
მამადუ ფალიო თუ ვიღაცაც😅დაადასტურა ბარსა ბს გვერდმა
Canselize raismis?
ბრავო!! ასეთ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ბარსელონა თუ მსგავს ტრანსფერებს გააკეთებდა ვერც წარმოვიდგენდი. აგერ ნახავთ თუ არ გავიწიოთ ყველა ტიტულზე, რატომღაც მჯერა, რომ უემბლის სტადიონზე ვითამაშებთ
არც ჩელსის ყავდა გადასარევი გუნდი მაგრამ მოიგო ლიგა,ლესტერი არავინ იყო აბდოლიტურად იმ წელს დს საკუთაი თავის იჯერეს და პრემიერ ლიგ მოიგეს,,პსჟ ყველა ყავდა აბსოლიტურად და მაინც გამოაგდეს ,,მხოლოდ შემადგენლობა არაა საკმარისი,თვითდაჯერებულობაა საჭირო რაზეც უნდა იმუშაოს გუნდმა,გაიხსენოს რომ ბარსაა და ითამაშოს ისე როგორც ბარსაა,ამაზე უნდს იმუშაოს ჩავიმ სწორედაც ეგაა მწვრთნელის საქმე,რეალი ლიგებს იგებდა მაშინ როცა ჩვენთან ნადგურდებოდა..უნდა გავახსენოთ ყველას თუ ვინაა და რა შეუძლია ბარსას ჩვენივე თამაშით,ვისკა ბარსა
ჩავის საქმეა ყველა აათამაშოს,გვარდიოლას რო ვუყურებ ტიპა სტოუნსისგან ნახევარმცველი შექმნა და დრიბლინგი ასწავლა,,ზოგი სად გადაადგილა ზოგი სად,ხმას არავინ იღებს და ასრულებენ მითითებებს,ვინც არა და ალპობს სკამზე,,მაგრამ მაგის ცუდ ფორმაში მყოდი ფეხბურთელო არ მახსოვს,მენტალიტეტია შესაცვლელი კიდე გუნდში,თავიდსნ კარგად დაიწყო ჩავიმ სიმკაცრე და წესები დააწესა,მაგრამ საკმარისი არაა მეტია საჭირო ბევრად ეს ბარსაა და აქ საკამარისი არასდროს არაფერია.
ძაან მაგარი ფანჯარა გამოვიდა, სამი თვე კი ვაგინებდით ამ ხალხს, მაგრამ თურმე ბოლოსკენ ინახავდნენ კაი ტრანსფერებს. მალადეც მალადეც. (ჩავი მაინც იდიოტია)
თუ მჯეროდეს უნამუსო ვიყო🙃ამათ ზემოდან იამალი ემატება ოქროს ბიჭუნა
Plus faye moiyvanes,dzaan perspeqtiuli mcveli,plus is amerikeli mohyavt. Gasagdebebi ase tu ise gayares rogorc sheidzleboda. Bordi mushaobs ravi dzaan sakaifod,memgoni sapretenzio araferi gvaw barcas fanebs am krizisis fonze.awi yvelaferi xavizea damokidebuli.
მე დარვიხსაც დავამატებდი, როგორც თქვეს მაგარი ნიჭიერიაო. მე ლაპორტას მიმართ მჩება ჩემი პირადი აზრი მარა ვთქვი ფელიქსს თუ მოიყვანენ წელს აღარ შევაგინებ თქო და ვეცდები შევასრულო პირობა
მაქსიმუმი გააკეთეს ამ ფანჯარაზე რაც შეეძლოთ.ხავიმ უნდა შეათამაშოს ეხლა ეს კამანდა სხვა გზა არ აქ ერთ ერთი საუკეთესო შემადგენლობა გვყავს ლიგის მოგებას არავინ თხოვს საკადრისად ითამაშონ როგორც ბარსელონას ეკადრება და შედეგი მოვა თავისით.წარმატებები ხავისაც ლაპორტასაც ალემანსაც სადაც კიდის და ჩვენ თავისთავად😀
თუ მჯეროდეს უნამუსო ვიყო🙃ამათ ზემოდან იამალი ემატება ოქროს ბიჭუნა
Plus faye moiyvanes,dzaan perspeqtiuli mcveli,plus is amerikeli mohyavt. Gasagdebebi ase tu ise gayares rogorc sheidzleboda. Bordi mushaobs ravi dzaan sakaifod,memgoni sapretenzio araferi gvaw barcas fanebs am krizisis fonze.awi yvelaferi xavizea damokidebuli.
ინიგო გუნდოგანი ფელიში კანსელუ როკე
თუ მჯეროდეს უნამუსო ვიყო🙃ამათ ზემოდან იამალი ემატება ოქროს ბიჭუნა
ფაბრიციომ ორივეზე დაწერა, ფელიშიც და კანსელუც ჩვენია
კანსელოს მაინც ვერ აოფიციალურებენ 😀
როცა ფეხბურთელი გამოთქვამს დიდ სურვილს ზუსტად ასეთები უნდა მოიყვანონ ადვილადაც გამოდის მსგავსი ტრანსფერები👌
კანსელო დადასტურდა თუ არა?
ფაბრიციომ ჟოაოს ფელიშის ტრანსფერი დაადასტურა, გილოცავთ
ორივე უნდოდაო არსად წერია, ფატის გაშვების მერე აბდეს გაშვებაც არ უნდოდა, სკამზე რო შემტევი ყოლოდა
აზრი მერე? არცერთი გამოგვადგებოდა და არც მეორე, გინდშემოგიყვანია გინდ არა
როტაციაში ხალხის დასასვენებლად
ოპააააა ფაბრიციომ დაწერა ტვიტერზეეე ეგააა ფელიში ჩვენიააააა <3
ორივე უნდოდაო არსად წერია, ფატის გაშვების მერე აბდეს გაშვებაც არ უნდოდა, სკამზე რო შემტევი ყოლოდა
აზრი მერე? არცერთი გამოგვადგებოდა და არც მეორე, გინდშემოგიყვანია გინდ არა
ორივე უნდოდაო არსად წერია, ფატის გაშვების მერე აბდეს გაშვებაც არ უნდოდა, სკამზე რო შემტევი ყოლოდა