workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი მოგება ლა ლიგის საუკეთესო სტარტის რეკორდამდე

ერთი მოგება ლა ლიგის საუკეთესო სტარტის რეკორდამდე

bolt მოკლედ
"ბარსელონა" ლა ლიგაში ისტორიულ მიღწევას უახლოვდება: სანაკრებო პაუზის შემდეგ "ხეტაფეს" დამარცხების შემთხვევაში, ჰანსი ფლიკის გუნდი ტატა მარტინოს 2013/14 წლების სეზონის რეკორდს გაიმეორებს და ჩემპიონატს საწყისი რვა ტურში რვა გამარჯვებით დაიწყებს.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში “ბარსელონასგან” იმაზე მეტის მოთხოვნა, რაც გუნდმა აჩვენა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. კატალონიელებმა ლა ლიგის საწყისი შვიდივე შეხვედრა მოიგეს და სანაკრებო პაუზას სატურნირო ცხრილის სათავეში, უდანაკარგოდ, 21 ქულით შეხვდნენ – უახლოეს მდევრებთან, მადრიდის “ატლეტიკოსთან” და “ბეტისთან” ხუთქულიანი უპირატესობით.

ტატა მარტინოს რვიდან რვა

ეს თითქმის უნაკლო დასაწყისი გახლდათ, თუმცა “ბარსას” მეტი სურს. სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონატის პირველსავე მატჩში გამარჯვება გუნდს კლუბის ისტორიაში ლა ლიგის საუკეთესო სტარტის რეკორდს გაუთანაბრებს – რვა მოგება საწყის რვა ტურში.

“ბარსელონას” ისტორიაში მსგავსი შედეგის დაფიქსირება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა: ტატა მარტინოს ხელმძღვანელობით 2013/14 წლების სეზონში, რომელიც არგენტინელი სპეციალისტისთვის კლუბში ერთადერთი აღმოჩნდა.

მაშინდელმა “ბარსამ” სეზონი ზედიზედ რვა გამარჯვებით გახსნა და გზად შთამბეჭდავი საგოლე მაჩვენებლებიც დააფიქსირა (თუმცა არა ისეთი გამანადგურებელი, როგორსაც ჰანსი ფლიკის გუნდი აჩვენებს). მათ სეზონი “ლევანტესთან” 7-0 განადგურებით დაიწყეს, რასაც გაცილებით დაძაბული მატჩები მოჰყვა: “მალაგასთან” გასვლაზე (1-0), “მესტალიაზე” (3-2) და შინ “სევილიასთან” (3-2). ამის შემდეგ გუნდმა დამაჯერებელი სვლა “რაიო ვალეკანოსა” (4-0) და “რეალ სოსიედადთან” (4-1) განაგრძო.

შემდეგ იყო გამარჯვებები “ალმერიასთან” (2-0) და “ვალიადოლიდთან” (4-1), რამაც რვიდან რვა მოგება შეადგინა, სანამ “ბარსა” პამპლონაში “ოსასუნასთან” უგოლო ფრით პირველ ქულებს დაკარგავდა. ათზე მეტი წლის შემდეგ, ჰანსი ფლიკის “ბარსელონას” ამ ისტორიული მიღწევის გამეორების შესანიშნავი შანსი ეძლევა.

ხეტაფე ყოველთვის რთული გამოცდაა

მეტოქე კი “ხეტაფეა” – გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც იოლი არასდროს არის. ხოსე ბორდალასის გუნდები ყოველთვის ურთულეს გამოცდას სთავაზობენ მოწინააღმდეგეს. თუმცა “ბარსა” საქმეს შესანიშნავ ფორმაში უბრუნდება და თან კიდევ ერთი შთამბეჭდავი სერიის დასაცავად იბრძოლებს: ლა ლიგაში საკუთარ მოედანზე ზედიზედ მოგებული 22 მატჩის შემდეგ, კატალონიელები ამ რიცხვის 23-მდე გაზრდას შეეცდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 28 სექ 2026, 22:01
    #1

    ეგეც სვანაძე, უკრაინის მეორე შემადგენლობას რო ვერ მოუგებს საერთოდ რაღაზეა ბაზარი.

    • joy
      joy გულშემატკივარი
      schedule 28 სექ 2026, 22:41
      #2

      კი ბატონო, მართალს ბრძანებ. პირველი შთაბეჭდილება სვანაძეზე დამრჩა რომ არის ცუციკი მწვრთნელი, როგორ შეიძლება ასე უემოციოდ უყურო შენი გუნდის ცოდვილს????? გამომეტყველება აქვს ეგეთი თუ მთელი თამაში იღიმებოდა? -მე ვერ გავიგე… შეცვლებიც დიდოსტატური გააკეთა!- მექვაბიშვილი რომ არ გამოეყვანა წავაგებდით თამაშს! და დამატებული სამი წუთის ბოლო წუთზე ეგოიანის შემოყვანით ხომ გარდატეხა შეიტანა თამაშში!!! ზუსტად აგრძელებს იდიოტი სანიოლის გზას, იგივე მექვაბიშვილებით, იგივე კვეკვე მრჩევლად, იგივე მოსიარულე ტატუ-კაშო, იგივე გელაშვილი-რომელმაც თითონ თამაში არ იცოდა და ახლა ვის უნდა ასწავლოს 😡😡😡. ასე გაგრძელდება ეს ეტაპი, ამასობაში ფედერაციაში იპოვნიან კიდე ვინმე დამჯერე მწვრთნელს და წავალთ შემდეგ წრეზე😭 ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ დაგვინდო უკრაინის გუნდმა