workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონამ ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა

ოფიციალურად: ბარსელონამ ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა

“ბარსელონამ” ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა, რაც ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე “ბარსას” შემადგენლობის გვერდზე ჩანს.

“ბლაუგრანას” პრიორიტეტი სწორედ მეკარის დარეგისტრირება იყო. ახლა კლუბი ინიგო მარტინესის, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს დარეგისტრირებაზე იმუშავებს. გავრცელებული ცნობებით, კანსელუსა და ფელიშის ტრანსფერები გადაწყვეტილია.

24 წლის პენია “ბარსელონაში” 2012 წლიდან თამაშობს. ესპანელმა 2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “გალათასარაიში” გაატარა, გასული სეზონიდან კი პირველი გუნდის მეორე მეკარეა. მისი კონტრაქტი 2026 წელს იწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 01 სექ 2023, 19:08
    #4

    არა მგონია 2026 წლამდე შტეგენმა ვინმეს კარებში ადგილი დაუთმოს.

  • DesmondHume
    schedule 01 სექ 2023, 18:28
    #3

    არსად დაგვეკარგოს

  • Rick Sanchez
    schedule 01 სექ 2023, 17:53
    #2

    რაღა გვიჭირს მაშინ. არ მჯერა, რომ პორტუგალიელების ტრანსფერები დაიხურა, მგონია რაღაც საბუთებს კიდე დააგვიანებენ და დავრჩებით ისე.

  • რივალდო-მესი
    schedule 01 სექ 2023, 17:02
    #1

    აი მალადეც👍🙂