workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და “ბარსელონა” ამჯერადაც იაქტიურებს. კატალონიური კლუბი როგორც ფეხბურთელების დამატებაზე, ასევე გუნდიდან გაშვებაზე მუშაობს. 

ამ სიახლეში გთავაზობთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:22 – წინა იჯარებისგან განსხვავებით, ერიკ გარსიას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება. [ტონი ხუანმარტი]
  • 02:20 – კანსელუმ და ფელიშმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და ორივე მათგანს კვირას “ოსასუნას” წინააღმდეგ განაცხადში მოხვედრა შეუძლია. [ტონი ხუანმარტი]
  • 02:00 – ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
  • 01:57 – ოფიციალურად: აბდე ეზალზული “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია. “ბარსელონას” მაროკოელის დაბრუნების უფლება აქვს.
  • 01:55 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადადის. სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონი ევროა. “ბარსას” მაროკოელის მომავალი გაყიდვიდან 50% ერგება. [ფაბრიციო რომანო]
  • 01:52 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ინიგო მარტინესი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 
  • 01:48 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეხანდრო ბალდე ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 19 წლის ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
  • 01:47 – ფელიშის მთლიან ხელფასს “ბარსელონა” დაფარავს. “ბარსაში” გადასვლამდე პორტუგალიელმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა და ანაზღაურება შეიმცირა. [მატეო მორეტო]
  • 01:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის პრეზენტაცია ხვალ თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
  • 01:38 – ოფიციალურად: ერიკ გარსია ერთწლიანი იჯარით “ჟირონას” შეუერთდა. კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ დევს.
  • 01:12 – ოფიციალურად: მამადუ ფალი “ბარსელონას” ფეხბურთელია. “ბარსამ” 20 წლის მარჯვენა მცველი “ლოს ანჯელესიდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც შეტანილია. ფალი “ბარსა ატლეტიკში” იასპარეზებს. 
  • 00:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 00:13 – ოფიციალურად: ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. “ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 22:35 – ერიკ გარსიას “ჟირონაში” იჯარით გადასვლა გადაწყდა. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [Jijantes]
  • 22:33 – ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” – Here We Go. პორტუგალიელი “ბარსაში” იჯარით გადადის. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [ფაბრიციო რომანო]
  • 20:46 – ჟოაუ ფელიშმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ერთი წლით, 2028 წლამდე, გაახანგრძლივა. [მატეო მორეტო]
  • 20:24 – კანსელუ და ფელიში სასტუმროდან “სიუტატ ესპორტივაზე” მივლენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ტრანსფერების გაოფიციალურებას თბილისის დროით 00:00 საათამდე არ უნდა ველოდოთ.
  • 20:14 – ჟოაუ კანსელუ ბარსელონაშია. [ჟერარ რომერო] 
  • 20:11 – ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ აბდე ეზალზულისა და ანსუ ფატის დათმობა ჩავის გეგმებში არ შედიოდა. [MD]
  • 20:08 – “მანჩესტერ სიტი” ჟოაუ კანსელუს გაშვებას მაშინ დათანხმდა, როდესაც “ბარსელონამ” გარსიას “ჟირონაში” წასვლის უფლება მისცა. “სიტის” და “ჟირონას” მფლობელი City Football Group-ია. [ტონი ხუანმარტი]
  • 19:12 – ჟოაუ ფელიში ბარსელონას აეროპორტში “ბლაუგრანას” მაისურთან ერთად ფოტოებს იღებს. [ჟერარ რომერო]
  • 18:38 – ჟოაუ ფელიში ბარსელონაში ჩაფრინდა. პორტუგალიელის თვითმფრინავი კატალონიის დედაქალაქში ახლახან დაჯდა. ფელიშის ფრენას თვალს 14 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტი იყო. [ჟერარ რომერო]
  • 18:20 – ერიკ გარსია “ჟირონაში” იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ჩავის ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ესპანელმა, აბდე ეზალზულის მსგავსად, იმ გუნდში წასვლა არჩია, რომელშიც მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. [კატალონიის რადიო]
  • 18:15 – აბდე “ბეტისში” გადასვლასთან ნამდვილად ახლოსაა, მაგრამ კლუბს ამ ეტაპზე FFP-ს გამო ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. [ელენა კონდისი]
  • 18:11 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადასვლასთან ახლოსაა. “ბარსა” სევილიელებისგან 10-12 მილიონ ევროსა და მომავალი გაყიდვიდან 50%-იან წილს მიიღებს. [MD]
  • 17:58 – ჟოაუ კანსელუს “ბარსელონას” გარდა არცერთ კლუბთან მოლაპარაკება არ უწარმოებია. მას მხოლოდ “ბლაუგრანა” სურდა. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. [ფაბრიციო რომანო]
  • 17:55 – “ბაიერნს” ჟოაუ კანსელუს დაბრუნება სურდა, მაგრამ პორტუგალიელმა გერმანელტა შემოთავაზება დაბლოკა. [კრისტიან ფოლკი, Sport Bild-ის “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
  • 17:54 – ჟოაუ კანსელუ, ჟოაუ ფელიში და მათი აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში მიფრინავენ. [ჟერარ რომერო]
  • 16:59 – ოფიციალურად “ბარსელონამ” ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ახლა დასარეგისტრირებელი მხოლოდ ინიგო მარტინესი, ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუა.
  • 16:37 – “ბარსელონა” ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერებს თითქმის დახურულად მიიჩნევს. კლუბში პორტუგალიელების დამატებისა და აბდე ეზალზულის “ბეტისში” გაშვების საკითხს მაქსიმალური ოპტიმიზმით უყურებენ. კანსელუ და ფელიში “ბარსაში” ითამაშებენ. [ტონი ხუანმარტი]
  • 16:28 – “მანცესტერი სიტი” ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” გაშვებას საბოლოოდ დასთანხმდა. პორტუგალიელს თბილისის დროით 20:00 საათზე ბარსელონას მიმართულებით ფრენა აქვს დაჯავშნილი. კანსელუ “ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება. [ჟერარ რომერო]
  • 16:25 – “ბარსაში” ამბობენ, რომ დღეს დარჩენილი ფეხბურთელების – ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიას, ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის დარეგისტრირებას შეძლებენ. [Mundo Deportivo]
  • 16:13 – ოფიციალურად: ანსუ ფატი ერთწლიანი იჯარით “ბრაიტონში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 16:12 – “ბაიერნი” კანსელუს ნამდვილად დაუკავშირდა. გერმანული კლუბი “სიტის” ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს. კანსელუს “ბარსასთან” შეთანხმება აქვს, თუმცა კატალონიელებს ამ ეტაპზე მისი დამატება არ შეუძლიათ. [ფლორიან პლეტენბერგი, “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
  • 15:32 – კლუბი, რომელიც ჟოაუ კანსელუს დაუკავშირდა, “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” მის დამატებას ვერ მოახერხებს. “ბარსა” “სიტის” დარწმუნებას ცდილობს. კანსელუ თავის აგენტთან ერთად კატალონიელებს ელოდება. [ტონი ხუანმარტი, ადრია ალბეტსი]
  • 14:45 – ოფიციალურად: კლემან ლანგლე ერთწლიანი იჯარით “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 14:22 – ჟოაუ კანსელუმ ბოლო წუთებში ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან შეთავაზება მიიღო. [ადრია ალბეტსი, სანტი ოვალიე]
  • 14:19 – ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა “ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. [Sport] 
  • 13:57 – ჟოაუ კანსელუ მზადაა, ხელფასი 20%-ით შეიმციროს. [Sport]
  • 13:52 – ჩავიმ აბდე ეზალზულსა და ერიკ გარსიას უთხრა, რომ ისინი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან. მწვრთნელმა გარსიასგან დარჩენის თანხმობა უკვე მიიღო, აბდეს კი კვლავ ეჭვები აქვს. [ხავი მიგელი]
  • 13:47 – “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის კანსელუს თაობაზე შეთანხმება გარდაუვალია. [ლუის როხო]
  • 13:36 – “ატლეტიკო” უარყოფს ინფორმაციას, რომ “ბლაუგრანასთან” ფელიშის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. [ჟერარ რომერო]
  • 13:30 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ჟოაუ ფელიშის იჯარაზე შეთანხმდნენ. როგორც კი კლუბს მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება, პორტუგალიელი “ბარსას” ფეხბურთელი გახდება. [ლუის როხო (Marca)]
  • 13:10 – “ბარსელონა” Libero Football Finance-სგან თანხას დღეს ვერ მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა. ამის გამო, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად საჭირო თანხას კლუბის დირექტორთა საბჭო უზრუნველყოფს. [ადრია სოლდევილა]
  • 12:50 – ჟოაუ ფელიში პერსონალური მიზეზების გამო “ატლეტიკოსთან” ერთად არ ვარჯიშობს. [Jijantes]
  • 11:57 – “ბარსელონამ” აბდე ეზალზულის შეატყობინა, რომ მას მხოლოდ მუდმივი ტრანსფერით გაუშვებს. მაროკოელის მომავალი კლუბი დიდი ალბათობით “რეალ ბეტისი” იქნება, რომელიც მის შესაძენად კრეატიულ ფორმულას ეძებს. [ტონი ხუანმარტი]
  • 11:54 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ჟოაუ კანსელუს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფეხბურთელი კატალონიაში გაფრენისთვის “ქალაქელების” დასტურს ელოდება. [ადრია ალბეტსი, Mundo Deportivo]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (133)

  • cruyff9
    schedule 02 სექ 2023, 01:51

    ყვლაზე მაგრად იმან გაასწორა რო ბალასტისგან გაიწმინდა გუნდი😍ჯოააან ლაპორტაა,,ოო პრეზიდენტტტ,,მაი პრეზიდენტტტ,,,ამას ეხა ფული მიეცით და ნალუბოის მოიყვანდაა,,მბაპეს ჩახსნიდა მადრიდის რეისიდან,,,მარა ისედაც შეილება ჩახსნას მომავალ წელს,,დაიმახსოვრეთ

  • ოქროს ბიჭუნა ნიდერლანდებიდან. F.D
    schedule 02 სექ 2023, 01:49

    მოდი ყველამ ვაღიაროთ დღეს ჩვენი ბორდი ბრავოო <3

  • cruyff9
    schedule 02 სექ 2023, 01:47

    ყველაფერი ყველაფერი და ფაბრიზიო რომანოზე როგორ მაინტერესებს როგორ იგებს ამ ინფორმაციებს???ასეთი რა კანალები აქვს გაჭრილი?ძაან საინტერესოა

  • Gigazakaradze
    schedule 02 სექ 2023, 01:47

    ციტატა: mari

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ინიგო გარსია და აბდეს ბედი მაინტერესებს


    ინიგოზე დღეს ერთი სიტყვაც არ დაუწერიათ, არსად მინახავს..


    Daikides inigo?

  • mari
    schedule 02 სექ 2023, 01:44

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ინიგო გარსია და აბდეს ბედი მაინტერესებს


    ინიგოზე დღეს ერთი სიტყვაც არ დაუწერიათ, არსად მინახავს..

  • Shamati_
    schedule 02 სექ 2023, 01:42

    ისე მაინც ქნან 11 კაცი თუ არა 4 მაინც დაიტოვონ გუნდში ჯოკერის ტურნირებზე გავიდეთ ხოლმე

  • Zura Gviniashvili
    schedule 02 სექ 2023, 01:40

    ინიგო გარსია და აბდეს ბედი მაინტერესებს

  • Iniesta_8
    schedule 02 სექ 2023, 01:37

    ამათი ტრანსფერი ყველაზე მეტად ლევანდოვსკის გამოადგება, პასის მიმცემი რომ არ ჰყავს არავინ.

  • Messiah
    schedule 02 სექ 2023, 01:36

    ციტატა: Berlinetta♥
    მწვრთნელიღაა საჭირო .. ნაგელსმანი დასაქმდა სადმე ?


    ნაგელსმანის კიდევ გჯერა ?

  • Gigazakaradze
    schedule 02 სექ 2023, 01:31

    Inigo daaregistrires?

  • AMZNG
    schedule 02 სექ 2023, 01:12

    იდეალური სატრანსფერო ფანჯარა გამოგვივიდა.სხვა არაფერი არ მეთქმის.

  • cruyff9
    schedule 02 სექ 2023, 01:06

    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    დაიყენე ახლა ამ შემადგენლობას დე ძერბი და გუნდი დადგება შესანიშნავი.
    P.S. იმედია ჩავიც იზავს რამეს.


    დე ძერბი არა ჯეი ჯეი ოკოჩა კიდე🤣🤦🏻‍♂️და ამ ჩავის ნუ შეუკიკინეთ ნელ ნელა აშენებენ გუნდს ყველა ერთად

  • Zura Gviniashvili
    schedule 02 სექ 2023, 01:06

    აბდე და გარსია რას შვრება გაოფიციალურდა თუ ჯერ არ ვიცით?

  • Gigazakaradze
    schedule 02 სექ 2023, 01:02

    Aba tqvenicit suleloo🤣🤣 evroturshi roa🤣 gmertit es orive gaaamartlebs❤

  • ჯიმი-ბარსა 2006
    schedule 02 სექ 2023, 01:00

    დაიყენე ახლა ამ შემადგენლობას დე ძერბი და გუნდი დადგება შესანიშნავი.
    P.S. იმედია ჩავიც იზავს რამეს.

  • Gigazakaradze
    schedule 02 სექ 2023, 00:59

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: MESSI 2017
    საერთოდ ის 16 წლის გერმანელი რას შვება ნეტა არდა გოულერის მაგივრად რომ მოიყვანეს?😀 იმედია ეგეც არდა გიულერივით არაა


    ციტატა: MESSI 2017
    საერთოდ ის 16 წლის გერმანელი რას შვება ნეტა არდა გოულერის მაგივრად რომ მოიყვანეს?😀 იმედია ეგეც არდა გიულერივით არაა


    დამთავრეს ფანჯარა და დაწერენ მაგაზეც


    Vingermaneli?

  • Berlinetta♥
    schedule 02 სექ 2023, 00:59

    მწვრთნელიღაა საჭირო .. ნაგელსმანი დასაქმდა სადმე ?

  • Rick Sanchez
    schedule 02 სექ 2023, 00:57

    ციტატა: MESSI 2017
    საერთოდ ის 16 წლის გერმანელი რას შვება ნეტა არდა გოულერის მაგივრად რომ მოიყვანეს?😀 იმედია ეგეც არდა გიულერივით არაა


    ციტატა: MESSI 2017
    საერთოდ ის 16 წლის გერმანელი რას შვება ნეტა არდა გოულერის მაგივრად რომ მოიყვანეს?😀 იმედია ეგეც არდა გიულერივით არაა


    დამთავრეს ფანჯარა და დაწერენ მაგაზეც

  • Pirat❤️💙
    schedule 02 სექ 2023, 00:49

    გაოფიციალურდნენ ორივე

  • Rick Sanchez
    schedule 02 სექ 2023, 00:48

    ციტატა: Novak Djokovic
    ამ შემადგენლობით ლა ლიგა მაინც თუ ვერ მოვიგეთ ჩავის უნდა გადაახიონ ყველაფერი თავზე


    ლალიგა პროგრამა მინიმუმია წელს, როგორც მინიმუმ შიდა ტრებლი უნდა დაიდოს ამ შემადგენლობით.