workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბეროლა როხასი ელ კლასიკოს მსაჯობის მთავარი ფავორიტია

ალბეროლა როხასი ელ კლასიკოს მსაჯობის მთავარი ფავორიტია

calendar_month მატჩის დრო: 25 ოქტომბერი, 23:55

ესპანეთის პროფესიული დანიშვნების კომიტეტმა მომავალი უქმეების მატჩების მსაჯები უკვე შეარჩია. მათ შორისაა კვირას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ელ კლასიკოს მთავარი არბიტრიც, რომლის ვინაობა ოფიციალურად შაბათს, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდება.

თავდაპირველად მთავარ კანდიდატად ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი განიხილებოდა, რომელმაც “კამპ ნოუზე” ბოლო ორი ელ კლასიკო განსაჯა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ მისმა კანდიდატურამ აქტუალობა დაკარგა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ამჟამად უმთავრეს ფავორიტად მანჩელი არბიტრი ხავიერ ალბეროლა როხასი ითვლება.

ალბეროლა როხასის ელ კლასიკოზე დანიშვნის სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს:

  • ლა ლიგის გასულ ტურში მან დაისვენა;
  • მიმდინარე სეზონში არც “ბარსელონას” მატჩი უმსაჯია და არც “რეალ მადრიდის”;
  • დანიშვნის შემთხვევაში, ეს მის კარიერაში პირველი ელ კლასიკო იქნება.

სტატისტიკა ბარსელონასთან

ალბეროლა როხასმა “ბარსელონას” მატჩები კარიერაში 13-ჯერ განსაჯა. კატალონიელთა ბალანსი ასეთია:

  • 10 მოგება;
  • 2 ფრე;
  • 1 წაგება.

ბოლოს მან “ბარსელონას” მიმდინარე წლის თებერვალში უმსაჯა, როდესაც კატალონიელებმა შინ “ლევანტეს” 3-0 სძლიეს. ერთადერთი მარცხი კი 2023 წლის 20 მაისით თარიღდება, როდესაც გუნდმა საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადთან” 1-2 წააგო.

სტატისტიკა რეალ მადრიდთან

“რეალ მადრიდის” შეხვედრებს ის 19-ჯერ გაუძღვა, სადაც მადრიდელთა მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 12 მოგება;
  • 3 ფრე;
  • 4 წაგება.

ბოლოს მან მადრიდელთა მატჩი მიმდინარე წლის აპრილში განსაჯა (“ჟირონასთან” საშინაო ფრე), ხოლო გასვლაზე – თებერვალში, “მესტალიაზე” “ვალენსიასთან” მოგებულ (2-0) შეხვედრაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი