workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ესპარტი: ორგვაროვანი გრძნობა დამრჩა

ჩავი ესპარტი: ორგვაროვანი გრძნობა დამრჩა

“პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2-4) “ბარსელონას” რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა 18 წლის ჩავი ესპარტი გახლდათ. მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოქმედმა ახალგაზრდა კატალონიელმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა, გოლიც გაიტანა და საფინალო სასტვენის შემდეგ მატჩი საოცარი სიმწიფით შეაფასა.

100%-იანი ბრძოლა და განვითარების გზა

ესპარტმა ხაზი გაუსვა, რომ გუნდმა მოედანზე მაქსიმუმი დადო, ასეთი დონის მეტოქესთან დაპირისპირება კი გამოცდილების მისაღებად საუკეთესო საშუალებაა:

“ვიცოდით, რომ ძალიან მომთხოვნი შეხვედრა იქნებოდა – მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, თუმცა დადებითი მომენტები უნდა გამოვყოთ. 100%-ით ვიბრძოლეთ და მატჩის ბედი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ეს თამაში გამოგვადგება იმისთვის, რომ დავინახოთ, რისი გამოსწორება გვჭირდება და ზრდა განვაგრძოთ”.

პირადი სიხარული და გუნდური სევდა

სადებიუტო გოლზე საუბრისას ლა მასიის აღზრდილმა გულწრფელად აღიარა, რომ გუნდური შედეგი მისთვის პირად წარმატებაზე მაღლა დგას:

“ცოტა ორგვარი გრძნობა მაქვს, რადგან პირველ ადგილზე ყოველთვის გუნდის გამარჯვება დგას, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ. საბოლოო ჯამში, განცდა მართლაც ორგვაროვანია, რადგან მოგებით წამოსვლა მსურდა, მაგრამ იმ კარგ კომპონენტებზე ვკონცენტრირდები, რაც პირადად მე და მთელმა გუნდმა ვაჩვენეთ. ახლა სრულად კვირის მატჩზე ვართ ფოკუსირებულები”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • BarCa7
    BarCa7 ვეტერანი
    schedule 21 ოქტ 2026, 14:44
    #4

    ხვიჩას სეზონი დაუმთავრა ტიპმა.

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 21 ოქტ 2026, 15:11
      #5

      კარგი რაა 😀😀
      აქეთ შეეჯახა ხვიჩა, ჩავის ბრალეულობა არაფერია

    • La Pulga10
      La Pulga10 ვეტერანი
      schedule 21 ოქტ 2026, 15:20
      #6

      ხვიჩამ დაიმთავრა თავად სამწუხაროდ. 18 წლის ბავშვს ისე შეაფრინდა რო თავი გაიტრამვა.

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 21 ოქტ 2026, 14:12
    #1

    ტორესის მომენტზე რომელიც კუთხური მოჰყვა ოფსაიდში იყო ვნახე მომენტი და გაგვიტანეს რატო არ გადაამოწმეს? მოკლედ არვიცი ეს მსაჯებიც ცალკე თემაა და ამ პსჟ მაგრსდ უდგას მსაჯები ლიგაზე

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 21 ოქტ 2026, 14:15
      #2

      არა მაგაზე ხმას არავინ იღებს გადამოწმებას ვინ ჩივის არც კი გაამეორეს წესიერად😂😂

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 21 ოქტ 2026, 14:27
      #3

      თან ორჯერ იყო თამაშგარე მაგ ეპიზოდში 🫠 ხელაიფის ფულები მუშაობს