“ბარსელონამ” ჟოაუ ფელიშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
“ბარსა” და “ატლეტიკო” პორტუგალიელი ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არ არის.
“ბარსელონა” ჟოაუ ფელიშს ფინანსური ძალისხმევის გაღებისთვისა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის ტარების სურვილისთვის მადლობას უხდის.
“მისი ოცნება ახდა.” – წერს კატალონიური კლუბი.
“აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. Visca el Barça!” – თქვა ფელიშმა.
His dream came true 😏 pic.twitter.com/oiEvrXlDkz
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 1, 2023
ბოლო-ბოლო ამის გვარი ფელიშია თუ ფელიქსი?! ზოგი ფელიშს ეძახის ზოგი კიდევ ფელიქსს. მე ფელიქსი მგონია სწორი და არა ფელიში. Felix da ara Felish.