workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ბერნალი: ეს გამოცდილება მომავალში გამოგვადგება

მარკ ბერნალი: ეს გამოცდილება მომავალში გამოგვადგება

“პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ შეხვედრაში (2-4) ჰანსი ფლიკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და “რეალ მადრიდთან” ელ კლასიკოს წინ დასვენებული როდრი ერნანდესის ნაცვლად საყრდენ ზონაში სასტარტო შემადგენლობაში 19 წლის მარკ ბერნალი გაამწესა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თავი ღირსეულად წარმოაჩინა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მარცხის მიუხედავად, პოზიტიურ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.

ფლიკის მოთხოვნა და ჩემპიონთა ლიგის მკაცრი კანონები

ბერნალმა აღნიშნა, რომ “ბარსელონამ” მოედანზე ის თამაში აჩვენა, რასაც მთავარი მწვრთნელი მათგან ითხოვდა:

“ეს იყო მატჩი, რომელსაც ძალიან კარგად, ხასიათითა და პიროვნულობით შევხვდით – სწორედ ეს იყო ის, რაც ფლიკმა გვთხოვა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრების ბედი მცირე დეტალებით წყდება”.

მზერა მომავლისკენ

ახალგაზრდა ნახევარმცველს მიაჩნია, რომ “პარკ დე პრენსზე” მიღებული მძიმე გამოცდილება გუნდის განვითარებისთვის აუცილებელი ეტაპია:

“ახლა მთავარია შეცდომების გამოსწორება ვცადოთ, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია და ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოგვადგება”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 21 ოქტ 2026, 14:18
    #1

    ამ ბავშვსაც ვერ გააკრიტიკებ სათამაშო დრო არ აქვს და უცბად შეაგდო პსჟსთან სისულელე გაკეთა ფლიკმა✌🏻

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      schedule 21 ოქტ 2026, 15:24
      #2

      რაღა გამოცდილება არ აქვს,

      შარშან სეზონის მეორე ნახევარში თითქმის ყველა თამაშში იყო,

      ეხა როდრი მოვიდა და მაინც აძლევდა ფლიკი დროს,