პედრის ინტერვიუ GQ-სთან
"ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი GQ-სთან ინტერვიუში ქალაქთან ადაპტიაციაზე, მთავარი მწვრთნელის, გუნდისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ საუბრობს.
ადაპტაცია ბარსელონასთან
პანდემიის გამო, ქალაქის უკეთ გაცნობასა და დათვალიერებას აქამდე ვერ ვახერხებდი. კანარის კუნძულებზე ყველაზე მეტად ოჯახი, მეგობრები და ის სიმშვიდე მენატრება, რომელიც იქ სუფევს.
ზღვა მიყვარს, რაც აქაც მაქვს. ხანდახან, სანაპიროზე სეირნობისას, ძალიან ვბრაზდები, რადგან დაყრილ ნაგავს ვხედავ. ყოველთვის, ვცდილობ, რომ დაყრილი ნაგავი ურნაში მოვათავსო. ეს არცისე ძნელია და ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რომ ცნობიერება ავიმაღლოთ, რათა უფრო სიცოცხლისუნარიანი პლანეტა გვქონდეს. Kick Out Plastic-თან სწორედ ამ მიზნით ვთანამშრომლობ.
ბარსელონაში ჩემი ცხოვრება ძალიან მშვიდია. როცა ვარჯიში არ მაქვს, სახლში სერიალს ვუყურებ ან ჩემს ძმასთან ერთად სამაგიდო თამაშებითა და პინგ-პონგით ვერთობი. ისევ ძმასთან ერთად ვცხოვრობ, მშობლები ხშირად გვსტუმრობენ. თავიდან, კოვიდის გამო რთული იყო, მაგრამ შემდეგი მეგობრები შევიძინე, მათ შორის ანსუ, ერიკი, ნიკო, გავი და ახლა ფერანიც.
ჩავი
ფეხბურთი
თაობები
კარიერა
- ამბობს პედრი.
19 წლის ფეხბურთელი, 4-თვიანი ტრავმის შემდეგ, 12 იანვარს, "ელ კლასიკოში" დაბრუნდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]