ჩავი: "ჩემი მიზანია "ბარსელონა" გავწვრთნა"

ჩავი: "ჩემი მიზანია "ბარსელონა" გავწვრთნა"

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად "ალ-სადში" თამაშობს, ინტერვიუში მომავლის გეგმებზე საუბრობს.

- დღეს თქვენ ფეხბურთელი უფრო ხართ თუ მწვრთნელი?

- ყოველთვის ფეხბურთელი. ყოველთვის ენთუზიაზმით სავსე ვარ, როდესაც ვთამაშობ, მაშინაც კი, როცა სტადიონზე არავინაა. ამას მნიშვნელობა არ აქვს - მე უბრალოდ თამაში, გამარჯვება მიყვარს.

სამწვრთნელო კარიერა - ჩემი მომავალია, ის, რაც საუკეთესო გზით ასახავს ჩემს პიროვნებას, ცხოვრებას.

მე უკვე დავიწყე ყატარის ნაკრებში (U-23) მუშაობა, რომელიც 2022 წლის მუნდიალზე, გუნდის საფუძველი უნდა გახდეს.

- როდის დაიწყებთ მუშაობას სრული დაკავებით?

- სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი. მაგრამ შემდეგ სეზონში დაზუსტებით ვითამაშებ. მე თავს კარგად ვგრძნობ. ყატარი ძალიან კარგი და მშვიდია, აქ ცხოვრება გადუნებს.

როგორც კი დავასრულებ კარიერას, პირველი, რისი გაკეთებაც მსურს - გავემგზავრო მადრიდში და ავიღო მწვრთნელის ლიცენზია. ეს 2018-2019 წელს მოხდება.

ჩემი მიზანია - ვიმუშაო "ბარსელონაში" მწვრთნელის სტატუსით, მაგრამ აქ საინტერესო პროექტი მაქვს. ყატარში სურთ, რომ 2022 წლის მუნდიალამდე დავრჩე და მათ დავეხმარო.

- როგორი იდეები გსურთ მიაწოდოთ თქვენს ფეხბურთელებს?

- ისინი უკვე ძალიან კარგად არიან ფორმირებულები. მე რადიკალური იდეა მაქვს ფეხბურთზე - თამაში შეტევაში, ბურთის ფლობით. ფეხბურთს სხვაგვარად ვერ ვხედავ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 8 მარტი 2017 17:29
    0
    მოდი დროზე და გვათამაშე ტიკი ტაკა
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #6 8 მარტი 2017 15:35
    0
    Moxval male jer adrea
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #5 8 მარტი 2017 15:27
    0
    ხავიი ახლა დიდი სიამოვნებით გიხილავდი პსჟ-თან მოედანზე.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #4 8 მარტი 2017 15:25
    0
    დროა ჩავი გახდეს ბარსას მწვრთნელი
    msd2004
    სტუმარი [?]
    #3 8 მარტი 2017 15:15
    0
    მოდი ჩავი heart_eyes
    Culé [?]
    #2 8 მარტი 2017 15:14
    0
    ზე ლეგნდა ჩავი აუცილებლად უნდა გახდეს ბარსელონას მწვრთნელი დიდი ხნით
    skipera-gio
    სტუმარი [?]
    #1 8 მარტი 2017 15:01
    0
    modi she magaro modi