ჰანსი ფლიკის კომენტარი ბილბაოსთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ბილბაოსთან თამაშის შემდეგ

"ბარსელონამ" ახალ "სპოტიფაი კამპ ნოუზე" პირველად ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში "ბილბაოს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებლად მოიგო. მასპინძლებმა სტუმრებს გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 სძლიეს.

4-0, ახალი სტადიონი, ფანები - ყველაფერი იდეალური იყო. ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მომზადებულები ვიყავით.

კარის მშრალად შენახვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს თავდაჯერებულობას გვმატებს.

ვფიქრობ, მატჩს ვაკონტროლებდით, გოლი საჭირო დროს გავიტანეთ და საბოლოოდ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

მწვრთნელისთვის ერიკ გარსიას მსგავსი მოთამაშის ყოლა განსაკუთრებული რამ არის.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც კარს მშრალად ვინახავთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაა და დღეს ეს გავაკეთეთ.

ბალდე კარგადაა. მეორე ტაიმში მის მიმართ უბრალოდ სიფრთხილე გამოვიჩინეთ.

ყოველთვის მინდოდა, "ბარსა" "კამპ ნოუზე" გამეწრთვნა. როდესაც გერმანიაში ვიყავი, გამუდმებით ამაზე ვფიქრობდი. გულშემატკივრობა წარმოუდგენელია. ოცნება ავისრულე.

ვფიქრობ, ლევანდოვსკი ბოლო დეკადის საუკეთესო თავდამსხმელია.

ვარჯიშებზე მარტინი ცენტრალურ მცველად გამოვცადეთ. ჟერარმა ამას თავი ძალიან კარგად გაართვა.

- განაცხადა "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ბილბაოსთან" დაპირისპირების შემდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 11 საათის წინ
    0
    ჩელსზე არაფერს ამბობენ ? კარზეა მომდგარი თამაში და არაფერი გაუცხადებიათ?
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 გუშინ, 18:55
    0
    ახალ კამპ ნოუზე უნდა დაიწყოს ახალი ეპოქა.
    ფანი [?]
    #20 გუშინ, 15:43
    2
    ციტატა: Barca
    გრიმალდოს ყიდვას აპირებენო და დაცვაში როგორია? კარგად შეუძლია რო დადგეს და ამოკეტოს?

    თქვენი აზრით ცენტრალური მცველი უფრო საჭიროა თუ მარცხენა ფლანგის მცველი

    გრიმალდო დაცვაში ბალდეზე უარესია, სამაგიეროდ შეტევაში 5 ბალდეს ერთად აღებულს ჯობს უბრალოთ 30 წლისაა, ალონსო ძალიან ხშირად გარემარბის პოზიციაზე იყენებდა და გოლებიც გაქონდა. უბრალოთ ბალდე და გრიმალდო ერთ გუნდში არ შეიძლება, მარცხენა მცველი გვინდა ისეთი რომელსაც დაცვაც გამოუვა და შეტევაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 გუშინ, 15:39
    1
    ციტატა: CHEPE
    ციტატა: iraklipaghava26
    ბიჭებო ვერ ვუყურე თამაშს და მარტინი როგორ იდგა ცენტრში?მადლობა♥️

    ძაან საკაიფოდ რაზეც ვერ ვიტყვი კუბარსზე მართლა პიკეს ახალგაზრდობას გავს მისი კარიერა 2 ჯერ გამოეთიშა გონებით მომენტს და 2 ვე კარისკენ დაარტყეს ერთი ნიკოს ცოტა დააკლდა არვიცი გარსია აიღებდა თუ არა მაგრამ კუბარსის გამოთიშვას მოყვა მომენტი

    ხოდა პუიოლი აკლია, რომ დროზე შეუძახოს ხოლმე. კი გვყავდა ეგეთი ინიგო, მაგრამ რა გინდა ქნა? საპენსიოდ გამზადებულ კაცს ვერ ეტყვი აქ დადე თავი ფული რათ გინდა ტიტულებს მოიგებო.
    Culé [?]
    #18 გუშინ, 15:28
    0
    მარტინი ცენტრში უნდა იდგეს სულ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 გუშინ, 11:15
    4
    ფაქტია გუშინდელი თამაში მაგრად ქონდა მომზადებული ფლიკს, გარსიას დაყენება ნახევარდაცვაში ორ შემტევ ნახევარმცველთან ერთად არ იქნებოდა უცებ მოსული აზრი, იცნობს ეს კაცი მაგრად თავის ფეხბურთელებს მაგრამ გერმანელია და სანამ ბოლომდე არ დააზუსტებს არ აკეთებს ისე არაფერს. მეორე გარსიას დაბრუნება? თითქოს არც გამოუტოვებია არცერთი თამაში, თითქოს მენისკი არ დაუზიანებია არასდროს, მაგარი ბიჭი გვყავს კარში და გუშინ ნაკრების მეკარის პოზიციაზეც სერიოზული განაცხადი გაკეთდა, ბილბაო ის გუნდი არაა რომლითაც დაცვის სიძლიერე უნდა განსაზღვრო, მითუმეტეს რომ ჟოანმა რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა და ეგ რომ არ ყოფილიყო ალბათ მშრალი კარი არ გვექნებოდა ალბათ მაინც ამ თამაშში, თუმცაღა მარტინი ცენტრში რომ უკეთესია ვიდრე ფლანგზე ეს ისედაც ყოველთვის ვიცოდით. კარგია რაფინია რომ დაბრუნდა, გვაკლდა მაგის ცეცხლი, შემოვიდა თუარა გოლს ეძებდა, არაუშავს გაიტანს შემდეგ თამაშებში, ჩადგება ფორმაშიც და შეტევებს ძველი სიმწვავე დაუბრუნდება, მითუმეტეს სკამიდან ახლა ბევრად მაგარი შევსება გვექნება ვიდრე შარშან გვქონდა. მოკლედ სეზონი უნდა დავარესტარტოთ ამ თამაშით და ვნახოთ რეალურად რა შეგვიძლია.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #16 გუშინ, 10:14
    10
    ერიკ გარსია სული და გულია ამ კლუბის.მეორე სერხი რობერტო გამოიძერწა ცოტა უკეთესიც.არ ველოდი გარსიასგან ასეთ ტრანსფორმაციას

    გილოცავთ გიორგობას.შეგვეწიოს მისი ძალა და მადლი მთლიანად ერს
    ფანი [?]
    #15 გუშინ, 10:05
    2
    გრიმალდოს ყიდვას აპირებენო და დაცვაში როგორია? კარგად შეუძლია რო დადგეს და ამოკეტოს?

    თქვენი აზრით ცენტრალური მცველი უფრო საჭიროა თუ მარცხენა ფლანგის მცველი
    Culé [?]
    #14 გუშინ, 09:31
    1
    ლივერპული მგონი პანტიპუნტად იშლება და იქნებ გრავენბერხზე დაჩალიჩდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 გუშინ, 08:49
    0
    კარგი იყო რო ტემპი არ დააგდეს და მეტოქეს აზრზე მოსვლა არ აცალეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 გუშინ, 06:35
    2
    ნიკოს ირონიული ღიმილი გამისწორდა შეილება ახლა კი ნანობს ვის უთხრა უარიმარა თავის თავს დააბრალოს ევრო ტურნირებზე კიდე როდის მოხვდება ყავაში ჩაიხედოს თუ რამეს გაიგებს ისე კი მაგრათ გადაკუზა ბარსამ და ამაში გასაკვირიც არაფერია ბილბაო ისედაც სუსტათ გამოიყურება ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც..
    გულშემატკივარი [?]
    #11 გუშინ, 03:23
    0
    CHEPE, მადლობა მეგობარო.სამწუხაროდ ხო კუბარსის მოკლებული აქვს და დაცვას ზოგადად,ზუსტად მაგ სუსტი დაცვის გამო ვერ ვშვებით ვერაფერს ლიგაზე.გავიტანთ 3 გოლს,გაგვიტანენ 4 ს
    წევრი [?]
    #10 გუშინ, 01:34
    0
    ისე შტილერი როა შტუტგარტში მაგაზე იჩალიჩონ საკაიფო საყრდენია
    ფანი [?]
    #9 გუშინ, 01:06
    0
    ციტატა: rivaldo80
    ფლიკ დაცვას მიხედე და ყველაფერი კარგად იქნება 👌🏻

    შეცვლილია ბევრი რამ დაცვაში… მარტინმა ცენტრში კარგად ითამაშა, ბალდე თითქოს უფრო ვინგერად იყო აწეული ვიდრე მარცხენა ფლანგის მცველად, ასევე 3 მცველით იცავდნენ თავს და საინტერესო იყო…

    ზამთარში გრიმალოდს ყიდვა უნდათო და თუ იყიდეს და მაგას დაამატეს შლოტერბეკი თუ ვიღაც როა ბუნდესლიგაში კაი იქნება და უფრო სტაბილური დაცვა იქნება
    Culé [?]
    #8 გუშინ, 00:53
    0
    ფლიკ დაცვას მიხედე და ყველაფერი კარგად იქნება 👌🏻
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 Saturday, 23:49
    4
    ციტატა: DaviD_ViLLa_7
    ციტატა: me da barca
    რამდენი ხანია აქ ფლიკის კომენტარი არ წამიკითხავს, არც მატჩამდე და არც მატჩის მერე.

    სპოტიფაი კამპ ნოუზე დაბრუნებასთან ერთად ჩვენც ვბრუნდებით

    ძალიან კაი, ამას რა ჯობია, შემოსვლა გვეზარებოდა. ხალხიც დაბრუნდება კვირაში ერთხელ, რომ შემოდიოდნენ
    რედაქტორი [?]
    #6 Saturday, 23:33
    6
    ციტატა: me da barca
    რამდენი ხანია აქ ფლიკის კომენტარი არ წამიკითხავს, არც მატჩამდე და არც მატჩის მერე.

    სპოტიფაი კამპ ნოუზე დაბრუნებასთან ერთად ჩვენც ვბრუნდებით
    --------------------
    Pep Guardiola about David Villa: "It's impossible to make an enemy of David. He's much too nice person, generous on the pitch and in his personal life"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 Saturday, 23:30
    6
    ფეოლას მიმოხილვას ველოდები ხვალ. მაინტერესებს როგორ დაასათაურებს ამ თამაშს.
    Culé [?]
    #4 Saturday, 23:11
    0
    ციტატა: iraklipaghava26
    ბიჭებო ვერ ვუყურე თამაშს და მარტინი როგორ იდგა ცენტრში?მადლობა♥️

    ძაან საკაიფოდ რაზეც ვერ ვიტყვი კუბარსზე მართლა პიკეს ახალგაზრდობას გავს მისი კარიერა 2 ჯერ გამოეთიშა გონებით მომენტს და 2 ვე კარისკენ დაარტყეს ერთი ნიკოს ცოტა დააკლდა არვიცი გარსია აიღებდა თუ არა მაგრამ კუბარსის გამოთიშვას მოყვა მომენტი
    გულშემატკივარი [?]
    #3 Saturday, 23:03
    0
    ბიჭებო ვერ ვუყურე თამაშს და მარტინი როგორ იდგა ცენტრში?მადლობა♥️