პედრის ვრცელი ინტერვიუ El Pais-სთან
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი El Pais-სთან საინტერესო ინტერვიუს წერს:
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ყველას ოცნებაა. თუ ჩოგბურთის თამაში მომიწევს, ვითამაშებ (იცინის).
თამაში ბავშვობიდან მიყვარს. - რაც უფრო მეტს ვითამაშებ, მით უკეთესი. მართალია, რომ ბევრი მატჩი ჩავატარე, მაგრამ ამის გაკეთება ყოველ წელს შემიძლია.
რა თქმა უნდა, სხვა ფეხბურთელების მსგავსად, შეხვედრების შემდეგ ვიღლები, თუმცა 3 დღეში კვლავ მზად ვარ. ამდენი მატჩი არასდროს გამიმართავს. ბავშვობაში, ნორმალურია, რომ არასდროს იღლები, მაგრამ ახლა ვხედავ, პროფესიონალურ დონეს როგორი ფიზიკური მომზადება სჭირდება. დასვენება აუცილებელია.
მენტალურად ძლიერი ვარ. ვიცი, რას ვაკეთებ. სიძლიერე ჩემი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა - საკუთარ თავს ვეჯიბრები.
ვცდილობ, სიამოვნება მივიღო. არ აქვს მნიშვნელობა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთი რჩება თუ 50... ყოველთვის ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ, რომელიც თამაშისგან სიამოვნებას იღებს. ისე ვთამაშობ, თითქოს მოედანზე მეგობრებთან ერთად ვერთობი.
თუ ბავშვობიდან ვარჯიშობ, ყველაფერს ეჩვევი. ჩემი სიძლიერე სწორედ ამის დამსახურებაა. ათლეტიზმით 15 წლამდე, "ლას პალმასში" გადასვლამდე ვიყავი დაკავებული.
დაბრკოლებების ხტომით გადალახვა დიდად არ მომწონს. დიდ დისტანციაზე სპრინტი მოვიგე - 800 და 3 000 მეტრზე დავრბოდი. ასევე, ამის შემდეგ 4X400-მეტრ დისტანციაზე გასვლაზეც დამიკავშირდნენ.
ის სტილი, რაც ესპანეთის ნაკრებს აქვს, "ბარსელონას" ფილოსოფიას ჰგავს - ორივეს იდეოლოგია ბურთის ფლობას ეყრდნობა. პატარაობიდან ასეთ ფეხბურთს ვუყურებდი და სწორედ ეს მომწონდა.
"ფურია როხა" უფრო ხშირად მიმართავს პრესინგს, ვიდრე "ბარსა"? დიახ, ლუის ენრიკე ამას გვავალებს. იგი გვეუბნება, რომ ზოგჯერ გარისკვა ღირს, თუნდაც ამის გამო ბურთი დავკარგოთ, რადგან ზეწოლით მისი მარტივად დაბრუნება და, ამასთანავე, სივრცეების პოვნა შეგვეძლება.
მართალია, რომ ხორვატიასთან მატჩის ბოლო წუთებში ტყავის სფერო იმდენ ხანს არ გვეჭირა, რამდენსაც ვისურვებდით. უფრო მშვიდად უნდა ვყოფილიყავით. საუკეთესო გზაა, რომ თავი ბურთთან ერთად დაიცვა.
ავტოგოლი? ეს ჩემთვის და უნაი სიმონისთვის სამწუხარო იყო. ასეთი შეცდომა ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა დაუშვა. მაგრამ, ვიცოდი, რომ გასატანად შანსები გვექნებოდა, ვინაიდან, წინ ჯერ კიდევ დიდი დრო რჩებოდა. კარგად გამოვიყურებოდით.
ბუსკეტსი კარგ რჩევებს მაძლევს. "ლა კარტუხაზე" მან მითხრა, რომ პასი სწრაფად გამეკეთებინა, რადგან მატჩი შენელდა. ის მართალი იყო. თავიდან არცისე კარგად ვთამაშობდი და ბურთიც რამდენჯერმე დავკარგე. შემდეგ, სერხიოს მოვუსმინე და ყველაფერი გავაუმჯობესე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]