ჰოლანდის განცხადებამ დორტმუნდი გააკვირვა

ჰოლანდის განცხადებამ დორტმუნდი გააკვირვა

გერმანული "დორტმუნდი" გუნდის ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის განცხადებით გაკვირვებული დარჩა. ამ საკითხზე კომენტარს კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი აკეთებს.

ცოტა ხნის წინ ჰოლანდმა განაცხადა, რომ დორტმუნდელები მას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებენ. ნორვეგიელის თქმით, მან გადაწყვეტილება ახლავე უნდა მიიღოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჰოლანდის კომენტარს ცორკი ასე გამოეხმაურა:

ჰოლანდის კომენტარმა ცოტათი გაგვაკვირვა. ამჟამად არანაირი დედლაინი დადგენილი არაა და ამ საკითხზე საუბარიც არ ყოფილა. თუმცა, ნათელი და გასაგებია, რომ პროფესიონალური ფაქტორების გათვალისწინებით, გარკვეულ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყება მოგვიწევს.

ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "ბარსელონაა". შესაძლოა, კატალონიელებისთვის სჯობდეს, რომ ნორვეგიელმა გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღოს, როდესაც "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გადაწყვეტილი იქნება. კატალონიელებს ტალანტის ხელში ჩაგდება ასე უფრო გაუადვილდებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 იანვარი 2022 15:38
    1
    "ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "ბარსელონაა"
    არვიცი ეს ალბათ ლაპორტას აზრია. მაგას იმდენი მსურველი ყავს და ყველა ბარსაზე მდიდარი, რო გაფიქრებაც კი მზარავს.