ერლინგ ჰოლანდი: დორტმუნდი წნეხის ქვეშ მაქცევს

ერლინგ ჰოლანდი უკმაყოფილოა - ნორვეგიელი ფეხბურთელი ღიად ამბობს, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მას ახალი კონტრაქტის გაფორმებას აჩქარებინებს.
- ამბობს ჰოლანდი ნორვეგიელ ჟურნალისტ იან ოგე ფიორტოფტთან ინტერვიუში.
ერლინგის განცხადებას "დორტმუნდის" ხელმძღვანელი ჰანს-იოახიმ ვაცკე უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასთან პრობლემა არ აქვს:
"დორტმუნდში" ესმით, რომ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის დიდი ხნით შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ. ამიტომ, მათ ურჩევნიათ, ჰოლანდის მომდევნო კლუბი მალე გაირკვეს და ტრანსფერის პირობების შესათანხმებლად დიდი დრო დარჩეთ.
"ბარსელონას" ცუდი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ჟოან ლაპორტა ჰოლანდის ტრანსფერს შესაძლებლად მიიჩნევს. "ბარსას" გარდა 21 წლის თავდამსხმელის შეძენა მადრიდის "რეალს", პრემიერ ლიგის კლუბებსა და სხვა გრანდებს სურთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]