ჰოლანდის გაფორმება მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეეძლება - ბორუსიას დირექტორი
დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი Diario AS-თან ინტერვიუში ერლინგ ჰოლანდზე საუბრობს, რომელსაც ბოლო პერიოდში, "ბლაუგრანას" ხშირად უკავშირებენ:
თუ ნორვეგიელი წასვლას გადაწყვეტს, მისი გაფორმება მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეეძლება. თუმცა, შევეცდებით, ერლინგი რაც შეიძლება, დიდხანს შევინარჩუნოთ.
ახალი ამბავი არაა, რომ 20 წლის ვარსკვლავი ჟოან ლაპორტას მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ჰოლანდის გარდა, შეტევის გასაძლიერებლად, "ბარსა" სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის გარშემო არსებულ სიტუაციასაც აკვირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]