Sport: "ბარსელონაში" ჰოლანდის ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებენ
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას ზაფხულში "დორტმუნდის" ნორვეგიელის თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის, შეძენა შესაძლებლად მიაჩნია, წერს Sport.
"ბარსამ" ფეხბურთელის გარემოცვას უკვე შეატყობინა, რომ იგი კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ჰოლანდის შესაძენად, ლაპორტა გუნდის რამდენიმე მაღალანაზღაურებადი წევრის გაყიდვას გეგმავს.
კატალონიური გამოცემის თქმით, გერმანულ კლუბს ჰოლანდის შენარჩუნება სურს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს ჰოლანდის დათმობა 75 მილიონ ევროდ მოუწევს, მის გაყიდვას მომდევნო ზაფხულში დათანხმდება და ეცდება, ტრანსფერისგან მაქსიმალური შემოსავალი მიიღოს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დორტმუნდი", ჰოლანდის სანაცვლოდ, 180 მილიონ ევროს მოითხოვს, თუმცა, Sport-ის აზრით, არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ბონუსებთან ერთად, ტრანსფერის საერთო ღირებულება 150 მილიონს არ გასცდება.
2020/21 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში, ჰოლანდის ანგარიშზე 33 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]