ბოლო მცდელობა დემბელეს დასარწმუნებლად
"ბარსელონას" გუნდის შემტევის, უსმან დემბელეს შესანარჩუნებლად უკანასკნელი მცდელობა ექნება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონა" დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებაში დარწმუნებას ბოლოჯერ შეეცდება. "ბლაუგრანა" უსმანს შეატყობინებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
იმავე წყაროს ინფორმაციით, კატალონიელებმა იციან, რომ ფრანგ შემტევს დარჩენა უნდა, მაგრამ ფეხბურთელზე გავლენას მისი აგენტი ახდენს და "ბარსას" დატოვებისკენ მოუწოდებს. ამიტომ კლუბს სურს, რომ დემბელეს დარწმუნებაზე ფოკუსირდეს.
ასევე MD იტყობინება, რომ "ბარსელონამ" დემბელეს ვადა ერთი თვე მისცა. 24 წლის მოთამაშემ კლუბს მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა შეატყობინოს, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს. თუ უსმანი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, "ბლაუგრანა" მის გაყიდვას იანვარში შეეცდება.
გავრცელებული ცნობებით, უახლოეს დღეებში მხარეებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართება და დემბელეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]