ბარსელონა დემბელეს გასაყიდად მზადაა | Sport

ბარსელონა დემბელეს გასაყიდად მზადაა | Sport

"ბარსელონასა" და გუნდის თავდამსხმელ უსმან დემბელეს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებში სტაგნაცია შეინიშნება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ფრანგი შემტევის წარმომადგენლებს რამდენიმეჯერ დაუკავშირდა, თუმცა მისი აგენტი მოლაპარაკებების სეზონის ბოლომდე გადადებას ცდილობს.

დემბელეს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" შეეცდება დემბელეს წარმომადგენლებისგან საბოლოო პასუხი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მიიღონ. თუ უსმანი და მისი მხარე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვიან, "ბლაუგანა" 23 წლის ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელეს შეძენის სურვილს "ლივერპული" გამოთქვამს. მერსისაიდელები სადიო მანეს შეცვლას სწორედ ფრანგი მოთამაშით გეგმავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 19 აპრილი 2021 18:09
    2
    გაცვალონ მაშინ იმ მანეში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 19 აპრილი 2021 02:14
    8
    ეეხ დემბუზ, შენმა მფარველებმაც გიღალატეს ბარსამანიიდან, ხელი არ დაედოსო და უკვე გაგდებენ. 4 წელი დაჭირდათ, რომ გაეგოთ რა პიტალოც ხარ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 19 აპრილი 2021 01:36
    2
    სანეში გაცვალონ!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #15 19 აპრილი 2021 01:19
    3
    ამას ვინ იყიდის იჯარით კიდე შეიძლება ვირაცამ წაიყვანოს სხვა ამაში ფულს აარავინ გადაიხდის...ეს და კოუ შევიტენეთ
    Culé [?]
    #14 19 აპრილი 2021 01:00
    5
    ბუზი ვინ შენიშნეთ??
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    ფანი [?]
    #13 19 აპრილი 2021 00:05
    4
    წადი დემბელე მე გიშვებ
    Culé [?]
    #12 19 აპრილი 2021 00:04
    1
    ეს უფასოდ აპირებს მგონი გაპარვას
    Culé [?]
    #11 18 აპრილი 2021 23:43
    2
    წელს არც თუ ისე ცუდ სეზონს ატარებს,იმედი აქვთ უფრო გაიხსნება, ჯერ ერთი სატრანსფერო ბაზარზე არც თუ ისე კარგი მდგომარეობა,ვინც ცოტა რამეს წარმოადგენს ასტრონომიულ ფასებს ადებენ,მეორეც არა ფაქტი რომ გაამართლებს, მიუხედავად კლასისა, რამდენი მაგალითიც გინდა,კოუტინო,აზარი ,იოვიჩი,სილვა,იკარდი, და ასე შემდეგ ,ვინ იტყვის ასი პროცენტით ჰოლანდი რომ ვიყიდოთ რომ ათამაშებს?
    გულშემატკივარი [?]
    #10 18 აპრილი 2021 22:46
    5
    მზადაა თორე რიგი დგას მყიდველების იბრᲓღვნიან :დდდ და კოუტინიო ზემოდან მოაყოლეთ ნაოშნიკებივით მარკეტინგული სვლაა.
    გულშემატკივარი [?]
    #9 18 აპრილი 2021 22:44
    5
    მოსაკლავია ის ნეიმარში რაც ფული რომ მივიღეთ და ჭკვიანურად არ დავხარჯეთ და ეს მოვათრიეთ
    ჯერ რა იყო ასეთი ამხელა ფული რომ გადაიხადა
    Culé [?]
    #8 18 აპრილი 2021 22:29
    8
    დემბელეს ხელი არ დაედოს ლაპორ თორე გადავირევი სიხარულით :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 აპრილი 2021 22:04
    6
    ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია. იმედია გაუშვებენ .
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    ფანი [?]
    #6 18 აპრილი 2021 22:03
    4
    ციტატა: Albicelecte
    ასეა თუ ისე, 40-45 მილიონი თუ ვინმემ გადაიხადა, უფასოდ უნდა შეფოთოს ლაპორტამ და ბანტიც ფერადად უნდა გამოკვანძოს, რომ თვალშიც ლამაზად მოხვდეს მყიდველს (ბოლო წამს რომ არ გადაიფიქროს)

    ზოგის აზრით მბაპესაც რო ჯობია და მბაპეზე ნიჭიერიცაა 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 აპრილი 2021 21:56
    5
    ასეა თუ ისე, 40-45 მილიონი თუ ვინმემ გადაიხადა, უფასოდ უნდა შეფოთოს ლაპორტამ და ბანტიც ფერადად უნდა გამოკვანძოს, რომ თვალშიც ლამაზად მოხვდეს მყიდველს (ბოლო წამს რომ არ გადაიფიქროს)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 აპრილი 2021 21:46
    6
    გაასხმევინეთ სასწრაფოდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 18 აპრილი 2021 21:42
    1
    80 მილიონამდე დააგდოო დორტმუნდმა სანჩოს ფასი . ამის და კოუს გაყიდვით არ მოგვივა ნეტა ?
    Culé [?]
    #2 18 აპრილი 2021 21:38
    5
    გასაშვებია. ვერასდროს გახდება სტაბილური ფეხბურთელი. თავიდანვე წარმოუდგენელად დიდი შეცდომა იყო 120 მილიონად ამის მოთრევა.
    Culé [?]
    #1 18 აპრილი 2021 21:38
    3
    გაუშვით და ხურდაში ლენგლე გრიზმანიც მიაყოლეთ თავის უმტიტიანად 😂