ინფორმაცია დემბელეს კონტრაქტთან დაკავშირებით

ინფორმაცია დემბელეს კონტრაქტთან დაკავშირებით

Goal "ბარსელონას" თავდამსხმელის, უსმან დემბელეს ხელეკრულების შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დემბელეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ "ბარსას" მისი გახანგრძლივება სურს, თუმცა ფრანგი შემტევის აგენტი ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს აფერხებს. კატალონიურ კლუბს მოთმინება ეწურება.

იგივე წყარო იტყობინება, რომ, თუ 24 წლის ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ მოისურვებს, "ბლაუგრანა" მას ტრანსფერზე დააყენებს. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, თუ მისი მყიდველი კლუბი არ გამოჩნდება, უსმანმა, შესაძლოა, მომავალი სეზონი ტრიბუნებზე გაატაროს.

ასევე Goal ავრცელებს ინფორმაციას, რომ მხარეები გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებენ. ყველაფერი დემბელესა და მის წარმომადგენელზე იქნება დამოკიდებული. თუ ფრანგ მოთამაშეს "ბარსაში" დარჩენა სურს, მან უნდა გაახანგრძლივოს ხელშეკრულება და დასთანხმდეს ახალ პირობებსა და მოლაპარაკებებს ხელფასის შემცირების თაობაზე.

იმავე წყაროს ცნობით, დემბელეს ამჟამინდელი ხელფასი დაახლოებით 12 მილიონ ევროს შეადგენს. უსმანს ანაზღაურების მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წლიური შემოსავლის დიდი ნაწილი დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ბონუსზე, რაც ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევით განისაზღვრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 7 ივნისი 2021 22:42
    0
    რაც ამ ხრუსტალს ბარსამ გაუკეთა მას მერე, თუ კიდევ მაიმუნობს და იმას ფიქრობს, რომ მუქთა ხელფასს აიღებს კიდევ ერთი წელი და მერე უფასოდ დაგაზავს, მაშინ ეს უნდა წამოაცვა მესერზე კალბასის ჩეკივით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 7 ივნისი 2021 20:53
    2
    თუ მისი მყიდველი კლუბი არ გამოჩნდება, უსმანმა, შესაძლოა, მომავალი სეზონი ტრიბუნებზე გაატაროს.
    რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში ტრიბუნებზე იჯდება. მაგის საქმე აღარ დარჩა ბარსაში. დეპაი მშვენიერ ფორმაშია, ფატი დაბრუნდება, გრიზმანიც არ აპირებს წასვლას, მესის ვერცერთი ვერ ამოაგდებს და დემბელეს თუ არ უნდა ტრიბუნაზე ჯდომა მოიკლოს ხელფასი ან კაი გუნდი მოძებნოს. თუმცა ცხადია მაინც ვირეშმაკობენ ეს ნაგავიც და მაგის აგენტებიც, მუქთად არიან შეპირებულები და კაი ბონუსების იმედიც აქვთ.
    წევრი [?]
    #9 7 ივნისი 2021 19:32
    0
    Gasayidia saswrafot
    Culé [?]
    #8 7 ივნისი 2021 19:07
    0
    სპეციალურად არ აწერს ხელს როგორი ღორული საქციელიც დორტმუნდში ჩაიდინა იგივეს აქ იზაამს როგორცვე ნორმალური შემოთავაზება იქნება გაყიდონ ეს უმადურიი...სხვა ნორმალურ კლუბში ამას სკამიდან არ აყენებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 ივნისი 2021 19:01
    0
    ციტატა: Griezzy7
    დროა დაიწყოს ლაპორტამ გაყიდვა ფეხბურთელების.

    ესენი თუ კიდე იქნებიან მომდევნო სეზონში მაშინ აზრი არაქვს არაფერს (ნეტო.ფირო.უმტიტი.ლენგლე.რობერტო.მატეუსი.პიანიჩი.კოუტინიო.ბრეიტვეიტი.დემბელე)

    აბა რაა !! ეგ არის მთავარი უნდა მოიცილოს როგორმე ამხელა ბალასტია გუნდში :((((((((((((((((((((
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ივნისი 2021 18:41
    0
    თუ დარჩა და ეგება ეხლა მაინც გაარხიოს უკანალი კონკურენცია კი იიქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ივნისი 2021 18:40
    0
    გაახანგძლივოს და მერე ნებისმიერი შემოთავაზებვის განხილვა შეიძლება +30 ლიმონად
    Culé [?]
    #4 7 ივნისი 2021 17:40
    2
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: C.PC5
    საერთოდ არ მინდა ამის დარჩენა მარა თუ მოხდა სასწაული და დათანხმდა ხელფასის შემცირებას არც ეგაა ცუდი ვარიანტი ჩვენთვის და რატო. თუ აქამდე იმ 12 მილიონს ძაან მშვიდად და აუღელვებლად იღებდა ახლა დიდი დუნდულა კუნთების განძრევა მოუწევს რო ნორმალური ანაზღაურება ქონდეს და დაიმსახუროს ის ბონუსები. ზოგადად ყველას ეგრე უნდა გაუკეთოს ლაპორტამ და მერე ნახეთ თუღა ირბინოს ამან ან სხვამ ლაგამგაწყვეტილი ცხენივით🙄

    დემბელეს გარდა სხვა ვერავინ დარბის და ამის გარდა სხვა ვინ დარბის ეგრედებილივით?
    დესტი მაგალითად. მარა აქ სირბილი კიარაა მნიშვნელოვანი არამედ საქმისადმი მიდგომა, ერთხელ რომ გაიქცევი არ ჩააწვდი და ბურთს დაკარგავ კაკ მინიმუმ აღარ უნდა გაიმეორო იგივე სისულელე თამაშში შვიდჯეერ, ჩვენ კი ვიძახით დებილიაო მარა მასე დებილი რო იყოს ან აქმდე როგორ მოაღწევდა?! დებილი კიარაა უბრალოდ შედეგი კიდია და თავის გამოჩენა თუ რაღაც მსგავსი უნდა და კიდია რამდენ სისულელეს ჩაიდენს იმიტორო ხელფასს მაინც აიღებს, ბევრია ესეთი ჩვენს გუნდში სამწუხაროდ.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #3 7 ივნისი 2021 17:33
    2
    საერთოდ არ მინდა ამის დარჩენა მარა თუ მოხდა სასწაული და დათანხმდა ხელფასის შემცირებას არც ეგაა ცუდი ვარიანტი ჩვენთვის და რატო. თუ აქამდე იმ 12 მილიონს ძაან მშვიდად და აუღელვებლად იღებდა ახლა დიდი დუნდულა კუნთების განძრევა მოუწევს რო ნორმალური ანაზღაურება ქონდეს და დაიმსახუროს ის ბონუსები. ზოგადად ყველას ეგრე უნდა გაუკეთოს ლაპორტამ და მერე ნახეთ თუღა ირბინოს ამან ან სხვამ ლაგამგაწყვეტილი ცხენივით🙄
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 ივნისი 2021 17:21
    1
    ნეტუ, რობერტო, პიკე, ლენგლე, უმტიტი, ფირპო, ფერნანდესი, პიანიჩი, კოუტინიო, დემბელე, ბრაიტვაიტი- ესენი უნდა წავიდნენ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 7 ივნისი 2021 16:50
    1
    გავყიდოთ. წერტილი. ევროს მერე თან გაიზრდება თანხა ფრანგები მოიგებენ ევროს..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "