ბარსელონას ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში დამარცხდა
რამდენიმე წუთის წინ ქალთა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რიგით მე-3 გათამაშების პირველი ნახევარფინალი დასრულდა. პრესტიჟულ ამხანაგურ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ბარსელონა" პირველად მონაწილეობს.
ნახევარფინალში "ბარსას" ყველა დროის საუკეთესო ევროპულ გუნდთან, "ლიონთან" თამაში მოუხდა. ფრანგებს ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვთ მოგებული. აქედან 5-ჯერ მათ ეს ზედიზედ გააკეთეს, სანამ გასულ სეზონში მათ ჰეგემონიას "ბარსელონა" დაამხობდა. "ლიონი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის წინა 2 გათამაშების ფინალისტი და მოქმედი ჩემპიონია. "ლიონს" გასულ სეზონში ჩავარდნა ჰქონდა - "პარი სენ-ჟერმენმა" აჯობა, მაგრამ მიმდინარე სეზონისთვის გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, მათ შორის პსჟ-დან გადმობირებული 3 ფეხბურთლის ხარჯზე.
ასეთ გუნდთან თამაშის მიუხედავად "ბარსელონა" უპირატესობას ფლობდა, თუმცა კატალონიელები დამარცხდნენ. მე-9 წუთზე ესპანელები მარიონა კალდენტეიმ დააწინაურა. მე-20 და 27-ე წუთზე ფრანგებმა ორჯერ გაიტანეს და ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა.
63-ე წუთზე მარიონამ დუბლი გაიფორმა, მაგრამ 83-წ წუთზე "ლიონი" წინ კიდევ ერთხელ გავიდა. ბლო წუთებში კატალონიელებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, მაგრამ უშედეგოდ.
22 აგვისტოს "ბარსა" მე-3 ადგილისთვის მატჩში ითამაშებს. მეტოქე დაახლოებით 2 საათში, ამერიკულ წყვილში, "პორტლენდსა" და "ჰიუსტონს" შორის გამოვლინდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]