"ბარსა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასს წაგებით და ბოლო ადგილზე ასრულებს
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მე-3 ტურის შეხვედრა, რომელშიც "ბარსელონა" "მილანთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ამხანაგური ტურნირის ბოლო ტურის მატჩში, კატალონიელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მათ ჯანლუიჯი დონარუმას კარში გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს.
"მილანმა" კი, 93-ე წუთზე, როდესაც ყველა თერთმეტმეტრიანების სერიისთვის ემზადებოდა, იშვიათი მომენტი გამოიყენა - კესიეს გადაცემის შემდეგ თავი ანდრე სილვამ გამოიჩინა.
სამ ტურში მოპოვებული მხოლოდ 2 ქულით, "ბარსელონა", რომელმაც წინა წელს ტურნირი 100%-იანი შედეგით მოიგო, ბოლო ადგილზე იმყოფება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]