"ბარსელონამ" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ტიტული დათმო

"ბარსელონამ" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ტიტული დათმო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა "ბარსელონასა" და "რომას" შორის, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გაიმართა.

"ბარსელონა", რომელიც უპირატესობას თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა, ბოლო წუთებზე ახალგაზრდა ფეხბურთელების მიერ დაშვებული ინდივიდუალური შეცდომების გამო დამარცხდა.

ანგარიში მალკომი-მუნირი-რაფინიას ლამაზი კომბინაციისა და რაფინიას ეფექტური დარტყმის შემდეგ გაიხსნა. "რომამ", პირველივე ტაიმში, ელ შაარავის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა,

49-ე წუთზე, "ბარსელონა" კვლავ წინ გავიდა - თავი "რომასთვის" "წართმეულმა" მალკომმა გამოიჩინა.

შეხვედრის ბედი 7-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა - 78-ედან 85-ე წუთამდე, გოლები ფლორენციმ, კრისტანტემ და პეროტიმ გაიტანეს და "რომამ" 4:2 მოიგო.

ამ წაგების შემდეგ, "ბარსელონა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გამარჯვებულის წოდების შენარჩუნებას ვერ შეძლებს. კატალონიელებს, 2 თამაშში, 2 ქულა აქვთ, პირველ ორ საფეხურზე მყოფ "ტოტენჰემსა" და "დორტმუნდს" კი - 7-7. ვალვერდეს გუნდს ერთი თამაში აქვს დარჩენილი და ის ლიდერებს ვეღარ დაეწევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Mishiko
    სტუმარი [?]
    #3 1 აგვისტო 2018 11:00
    0
    დათმოო აბა :D :D თორე ეხლა ესეც ჩემპიონთა ლიგა არ იყოს..// დათმო არა ჩემი ფეხები პროსტა ამხანაგურებია ისეთები არიან ძირითადში შანსი რო ჭირდებათ რა იცი როდის ჩაგიჯვან ბედში ხო უნდა გამოსცადო ამხანაგურებში მაინც :D :D
    LUKA LUKA BARCA
    სტუმარი [?]
    #2 1 აგვისტო 2018 09:14
    0
    კაით რა ბარსა მესამე გუნდით თამაშობდა თითქმის სგ რომას მესამე გუნდს 2-4 რომ მოუგოოოო :დდდდდდდდდ
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 1 აგვისტო 2018 08:28
    0
    მკიდია ეგ თამაში. და რომას ფეხბურთელები ნუ ავლენ.მეცხრე ცაზე რო აქაც დაგვამარცხეს. ტიპები.ძირითადით გამოვიდნენ და.აბა რას იზამდნენ. ერთი სული.მაქვს როდის დაიწყება სეზონი და.მინდა ჯგუფში ან პლეიოფში შეგვხვდნენ ესენი. და დავახიოთ თავზე ბურთი