ერიკ გარსია "ბარსელონას" შეთავაზებას დასთანხმდა
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანელმა მცველმა, ერიკ გარსიამ, რომელიც სეზონის ბოლოს "მანჩესტერ სიტის" ტოვებს და თავისუფალი აგენტი ხდება, "ბარსელონასთან" შეთანხმებას მიაღწია.
ეს "ბარსას" პირველი შეთავაზება არ იყო - "ლა მასიას" აღზრდილი ფეხბურთელის პირველ გუნდში დაბრუნება კატალონიური კლუბის წინა ხელმძღვანელობასაც სურდა. ახალი შეთავაზების პირობები ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა გარსია ტრანსფერზე მაინც თანახმაა.
ერიკ გარსია "სიტის" "ბარსელონადან" 2017 წელს შეუერთდა, პრემიერ ლიგაში დებიუტი კი 2019 წელს ჰქონდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]