ერიკ გარსიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა

ერიკ გარსიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, იტყობინება ESPN.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელი უკანახაზელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა. კატალონიური კლუბი 20 წლის ფეხბურთელის აგენტთან, ივან დე ლა პენიასთან კონტრაქტის პირობებს ათანხმებს. როგორც უკვე ცნობილია, გარსია ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და "ბარსა" მას უფასოდ გაიფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ერიკ გარსია "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. ის "ლა მასიაში" 2008-2017 წლებში ირიცხებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 აპრილი 2021 11:05
    0
    კარგია, იმედია ათამაშდება ისე როგორც ლა მასიელს ეკადრება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 აპრილი 2021 21:15
    1
    ალაბა გვინდა და დალაგდება დაცვაში სიტუაცია ცენტრშიც და ფლანგზეც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.