ერიკ გარსია: "ბარსელონას" დატოვება რთული იყო
"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი ერიკ გარსია იმ დროს იხსენებს, როდესაც მას "ლა მასიას" დატოვება მოუხდა.
18 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ მრავალ ამომავალ ვარსკვლავს შორის, რომლებმაც "ბარსელონას" აკადემიის დატოვება გადაწყვიტეს. გარსია "მანჩესტერ სიტიში" 2017 წელს, 1.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
"ბარსელონაში" 9 წელი გავატარე. კლუბის დატოვების დროს, ჩემი წარმომადგენელი უკვე ივან დე ლა პენია იყო და ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, "მანჩესტერ სიტიში" გადმოვსულიყავი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო." - ციტირებს ერიკ გარსიას სიტყვებს Cadena SER.
ძნელია ვთქვათ, რომ გარსიამ შეცდომა დაუშვა, რადგან 18 წლის ასაკში მან "მანჩესტერ სიტის" პირველ გუნდში უკვე 9 თამაში ჩაატარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]