ლაპორტას პრიორიტეტი ილაიშ მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა

ლაპორტას პრიორიტეტი ილაიშ მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა

"ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მისი პირველი სპორტული პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ლაპორტას თადარიგში ლიონელ მესის, უსმან დემბელეს, სერჟი რობერტოსა და ოსკარ მინგესას საკონტრაქტო საკითხების მოგვარება დგას. ახალ პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე, 18 წლის ტალანტთან, ილაიშ მორიბასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა.

კატალონიური წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტა მორიბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს. ახალგაზრდა ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, რაც ევროპის წამყვან კლუბებს მოქმედებისკენ უბიძგებს.

მორიბა რონალდ კუმანის გუნდში ადგილს ნელ-ნელა იმკვიდრებს. ბოლო დროს ილაიში პირველ გუნდთან ერთად სულ უფრო და უფრო ხშირად ვარჯიშობს, ცოტა ხნის წინ კი მას "ოსასუნასთან" თამაშის შანსი მიეცა და ახალგაზრდა მოთამაშემ სადებიუტო გოლიც გაიტანა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ილაიშ მორიბათი "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლაიფციგი" დაინტერესდნენ, ეს კი ნიჭიერ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების დაჩქარებას საფუძველს უყრის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 10 მარტი 2021 11:49
    0
    მომდევნო სეზონში პენია მეორე მეკარედ,მინგესა,მორიბა,ბალდე,კოლადო და კონრადი პირველ გუნდში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #10 9 მარტი 2021 16:47
    1
    არამგონია მორიბამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იყოყმანოს ან უარი თქვას, ბოლობოლო ოცნება აუხდა და მოხვდა ბარსელონას პირველ გუნდში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 მარტი 2021 15:20
    1
    კოლადო ბალდე და დე ლა ფუენტე უნდა დააწინაურონ უეჭველი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #8 9 მარტი 2021 14:55
    1
    რომ ვუყურე სულ ტურე მახსენდება. ცოტა სხვა როლი აქვს ამას მაგრამ მაინც.
    Culé [?]
    #7 9 მარტი 2021 14:30
    1
    ლაპორტა არ გაყიდის ამას და კაია..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 მარტი 2021 13:37
    0
    ეს გუნდის ფეხბურთელების საქმის მოგვარება კარგია, მაგრამ ახალი ფეხბურთელები არ მოვლენ?
    ფანი [?]
    #5 9 მარტი 2021 13:13
    0
    კარგი ნიუსია ძალიან
    Culé [?]
    #4 9 მარტი 2021 13:11
    0
    No racism! ბათ ეს და დემბელე რბილად რომ ვთქვათ გუნდში ამათზე ულამააზო სიფათები არავის აქვს🤗 , თან ორივე ერთ ფოტოში ნამეტანია. ნეტა კარგად ითამაშონ და ამათი როჟები მაგრად მკიდია. მორიბას ეტყობა რო ერთადერთი რაც ძალიან ეტყობა რო აკლია პრაქტიკა და მოიხოდება მალე.
    Culé [?]
    #3 9 მარტი 2021 13:10
    2
    კაი ბიჭია ეს. უეჭველი უნდა შევინარჩუნოთ, მომავლის პერსპექტივაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მარტი 2021 13:04
    1
    ეს რომ გაახანგრძლივებს ამას მკითხაობა არ ჭირდება. არეულ-დარეული სახლი ხვდა წილად ლაპორტას და იწყებს დალაგებას. მთავარ ამრევს კი იმედია იქ დააბრუნებენ სადაც ერთი ღამე გაატარა.
    [?]
    #1 9 მარტი 2021 12:54
    2
    ვინ გადაიხდის 100 კარგით რა. ბართომეუ თუ არ აირჩიეს სადმე. გაახანგრძლივებს. ამხელა ნდობას რომელი გრანდი მისცემს თან ამ ასაკში