ვიქტორ ვალდესი 39 წლის გახდა!
1982 წლის 14 იანვარი - ამ დღეს კატალონიის ქალაქ ოსპიტალეტში დაიბადა "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი - ვიქტორ ვალდეს არიბასი.
"ბარსელონას" შემადგენლობაში ესპანელმა 535 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 21 ოფიციალური ტიტულის მოგება შეძლო. ვალდესი გახლავთ 5 ზამორას ტიტულის მფლობელი. ამასთან ერთად ვიქტორ ვალდესი 2-ჯერ გახდა ლა ლიგის საუკეთესო მეკარე.
ვიქტორ ვალდესი არის ყველაზე წარმატებული მეკარე "ბარსელონას" ისტორიაში, რომელსაც მოგებული აქვს 6 ლა ლიგის თასი, 3 ჩემპიონთა ლიგის თასი, 6 ესპანეთის სუპერ თასი, 2 უეფას სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 2 ესპანეთის თასი. სანამ იგი კატალონიურ კლუბთან გააფორმებდა კონტრაქტს, 2002–2003 "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
ვალდესმა 2014 წლის 26 მარტს "სელტასთან" მატჩში ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც მონაწილეობა ვერ მიიღო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სწორედ ამ წელს მან "ბარსელონაც" დატოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]