No Country for Old Men

No Country for Old Men

დიახ, ეს მართლაც ასეა... "მოხუცებისთვის ადგილი ნამდვილად არ არის", რადგან ეს "ბარსელონაა", 2014 წლის 4 მარტს საფეხბურთო სამყარო კვლავ მოულოდნელ განცხადებას ისმენს, "ბარსელონას" საპრესკონფერენციო დარბაზიდან... კარლეს პუიოლი ოფიციალურად ადასტურებს, რომ იგი 2014 წლის ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებს და ისტორიას წერტილს დაუსვამს "მიმდინარე სეზონის ბოლოს, "ბარსელონას" დავტოვებ. კონტრქტის გაწყვეტა გადავწყვიტეთ.."1995-2014 ყველაფერი რამოდენიმე თვეში დასრულდება... 

ფეხბურთელის განცხადებამ, რომელსაც აპრილში 36 წელი უსრულდება, მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა, ესპანელი უკვე აცნობიერებს, რომ ბრძოლაში ხელს ასაკიც არ უწყობს... სწორედ ამიტომ ლეგენდა ნამდვილად სწორ და დროულ გადაწყვეტილებას ღებულობს... 

ისტორიის დასაწყისი... 

1993 წელს კარლესმა პობლა დე სეგურის სამოყვარულო გუნდში თამაში დაიწყო, იგი თავიდან მეკარე გახლდათ, თუმცა ტრავმის გამო (მან ამ უკანასკნელთან ბრძოლა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაიწყო) თავდამსხმელის პოზიციაზე გადაინაცვლა. 

"ბარსელონაში" ყველაფერი 1995 წელს დაიწყო, კარლეს პუილი "ბარსელონაში" 17 წლის ასაკში მივიდა სანუკვარი ოცნება კი 1999 წელს აისრულა, როდესაც ლუი ვან გაალმა მას პირველ გუნდში თამაშის საშუალება მისცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი კლუბის სიმბოლო, განუმეორებელი კაპიტანი, კაპიტანი საოცრება და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა... პუიოლს "ბარსელონას" მაისურით თითქმის 600 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის აქტივში კლუბთან ერთად - 21 ტიტულია.. კარლესს "ფურია როხასთან" 13 წლიანი მოღვაწეობა აკავშირებს... იგი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია (2010,2008).  

"მუხლის ტრავმის მკურნალობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ვვარაუდობდით. იმ დონეზე თამაში აღარ შემიძლია, რა დონეზეც მსურს. სეზონის ბოლომდე სრულად დავიხარჯები. ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომდევნო სეზონიდან. უპირველესად, დასვენება მჭირდება და შემდეგ ვნახოთ." - სიტყვები პრესკონფერენციიდან... 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლეგენდის განცხადებას უკვე მთელი საფეხბურთო სამყარო გამოეხმაურა... 

"ის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ეროვნული გუნდისთვის, "ბარსელონასთვის" და ზოგადად, ფეხბურთისთვის." - ალვარო ნეგრედო.

"ის ნამდვილი ლიდერია. რთული იქნება ისეთი პროფესიონალის მოძებნა, როგორიც პუიოლია. თამაში მასთან ერთად ერთ გუნდში - დიდი პატივია." - ჟორდი ალბა.

● "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, თანაგუნდელსა და მეგობარს, კარლეს პუიოლს საკმაოდ საინტერესო ღია წერილი მიუძღვნა, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.გთავაზობთ ამონარიდს:

"მინდა იცოდე, რომ მომენატრება გასახდელში შენთან საუბრები, შენი რჩევები და ყველაზე მეტად, მოედანზე შენი ხუმრობები. შენ უნიკალური და შეუცვლელი ხარ. მეცინება, როდესაც ხალხი "ახალი პუიოლის" შეძენაზე საუბრობს. ეს ძიება უაზროა, რადგან შენი შემცვლელის პოვნა შეუძლებელია.

ეს დღეც მოვიდა. შენ მიდიხარ. ასეთია ცხოვრების კანონი. ჩემთვის, საკუთარი თავის "ბარსელონაში" უშენოდ წარმოდგენა შეუძლებელია. თუ უკან მოვიხედები, პარიზისა და რომის ფინალებიდან პირველი შენს თავს ზემოთ აწეული ჩემპიონთა თასი გამახსენდება. "უემბლიზე", შენ ეს პატივი აბის დაუთმე, რამაც უფრო დიდ პიროვნებად გაქცია. ჩემმა თაობამ და უფრო ახალგაზრდებმა არ იციან, რას ნიშნავს "ბარსა" "პუის" გარეშე, რომელსაც კაპიტნის სამკლაური უკეთია და ზურგზე 5 ნომერი აწერია. არა მგონია, მსგავსი რამ კიდევ მოხდეს.

ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, შენ იყავი კაპიტანი და კლუბის სიმბოლო, ხოლო მე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც სამყაროს ეცნობოდა. პირველივე დღიდან, ჩვენ გვქონდა გულღია ურთიერთბა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. შენთან ერთად თავს დაცულად ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ თუ როდესმე ფეხი დამიცდებოდა, შენ იქვე გაჩნდებოდი და გადამარჩენდი. შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. მადლობა ყველაფრისთვის, პუი." - დაწერა, პიკემ.

● მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, როდესაც ფეხბურთმა ფეხბურთად ყოფნა შეწყვიტა, პუიოლი ამ ომში თავს გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობდა...

ბრაზილიელი, რონალდო, პუიოლს მადრიდის "რეალის" ლეგენდას, ფერნანდო იეროს ადარებს.. 

"მე ამის შესახებ არ ვიცოდი და როდესაც გავიგე ძალიან გამიკვირდა. პუიოლი "ბარსელონასთვის" იგივეა, რაც ფერნანდო იერი იყო მადრიდის "რეალისთვის". ის კლუბის სიმბოლოა. პუიოლი დიდებული მცველია, მაგრამ იგი დადგენილი წესით მოქმედებს." - აცხადებს, ფენომენი.

როდესაც ჩვენ მის ყოველდღიურ ვარჯიშს ხედავ, რთული წარმოსადგენია ის 36 წლისაა თუ - 18.

ჩემთვის პუიოლი ყოველთვის კაპიტანი იქნება." - ფრანსესკ ფაბრეგასი.

● მისი კარიერიდან ჩვენ ბევრი რამის გახსენება შეგვიძლია, 2003 წელს "ბარსელონაში", არც თუ ისე კარგი ფინანსური მდგომარეობა იყო, რითაც თითქმის ისარგებლა "მანჩესტერ იუნაიტედმა" - კატალონიელთა ვალი 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი ლიდერი გაეშვათ. წინადადება - 17 მილიონი ევრო.

"თუ ეს კლუბს დაეხმარება, მე მზად ვარ "მანჩესტერში" გადავიდე." - განაცხადა, პუიოლმა.

კატალონიელთა 35 წლის კაპიტანმა, "ბარსელონას" პირველ გუნდში 593 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. მან 6-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ სამეფო თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი და ორჯერაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო...

"პუიოლი - ნამდვილი ლიდერია. მისი სახელი "ბარსელონას" სინონიმია. ის პირადად ჩემთვის, ყოველთვის მაგალითი იყო იმიტაციისა, ისევე როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც." - ტიაგო ალკანტარა.

● 2005 წელი. მან კარიერაში პირველად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი...

 "პუიოლი - ეს "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაა. კარლესი მაგალითია ყველასათვის. მიმაჩნია, რომ პუიოლი "ბარსელონაში" უნდა დარჩეს, მაგრამ სხვა როლში." - ედმილსონი.

"ჩვენ ის მოედანზე და გასახდელში მოგვენატრება. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მას ყოველივე საუკეთესო ვუსურვით.

იმისდა მიუხედავად, გააგრძელებს თუ არა პუიოლი კარიერას, ის ამას იმსახურებს, რადგან გამორჩეული ადამიანია." - ლიონელ მესი.

● 1993 წელს კარლესმა პობლა დე სეგურის სამოყვარულო გუნდში თამაში დაიწყო, იგი თავიდან მეკარე გახლდათ, თუმცა ტრავმის გამო (მან ამ უკანასკნელთან ბრძოლა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაიწყო) თავდამსხმელის პოზიციაზე გადაინაცვლა.

"პუიოლი, ჩემი დიდი მეგობარია. თუ ის "ბარსელონას" ტოვებს, მას წარმატების მიღწევა სხვა კლუბშიც შეუძლია. მე ვამაყობ იმით, რაც მან "ბარსელონასთვის" გააკეთა." - დემეტრიო ალბერტინი.

"ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. ჩვენ კარლეს პუიოლის მომავალზე ორი წლის წინ ვისაუბრეთ. ამას გარდა ამ კვირაში ეს გადაწყვეტილება ყველამ გავიგეთ.

ვიცოდით, რომ ვიქტორ ვალდესი და კარლეს პუიოლი კლუბიდან წავიდოდნენ, თუმცა ამავდროულად ორივე ფეხბურთელი ჩვენი კლუბის უმნიშვნელოვანეს წევრად ითვლებან." - ანდონი სუბისარეტა.

● 2008 წლის სექტემბერი. პუიოლს "ბარსელონაში" 400 შეხვედრა დაუგროვდა...

ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, პუიოლი კარიერას ამერიკაში ან ყატარში გააგრძელებს, სადაც საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი მომენტებით დატკბება. თუმცა "ბარსელონას" გულშემატკივარს სჯერა, რომ იგი კლუბში აუცილებლად დაბრუნდება და რომელიმე თანამდებობას დაიკავებს. ეს უკანასკნელი კლუბის პრეზიდენტმაც ახსენა.. 

"მე არ ვიცი კარლეს პუიოლი უახლოეს მომავალში რას გეგმავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენს კლუბში აუცილებლად დაბრუნდება, რადგან მას "ბარსელონასთვის" კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია.

ის იყო მაგალითი თავისი თანაკლუბელებისა და მოწინააღმდეგებისათვის. რასაც მან "ბარსელნაში" მიაღწია, ეს საოცარია." - ხოსეპ მარია ბართომეუ.

● საერთო ჯამში, პუიოლმა პირველ და სარეზერვო გუნდში 682 შეხვედრა გაიტანა, სადაც 24 გოლის გატანა მოახერხა...

სტატიის მიწურულს, მე არ ვაპირებ საუბარი დავიწყო პუიოლის გაცილებაზე, რადგან ის ჯერ არ წასულა და უკანასკნელი ბრძოლებისთვის ემზადება, კაპიტანი უახლოეს თვეებში კვლავ აპირებს ბრძოლას, ის აუცილებლად გამარჯვებული წავა! 

"კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვისაც სამკლავური არ კეთებია , ამას ვერ მიხვდება , ამიტომ ჩემი თანაგუნდელები რამეს არასწორად თუ აკეთებენ , შენიშვნებს ვაძლევ , ვუყვირი კიდეც" - კარლეს პუიოლი !

[media=http://www.youtube.com/watch?v=SI4uiXwMEmA]

[media=http://www.youtube.com/watch?v=WXG_ixWj4zI]

[media=http://www.youtube.com/watch?v=j9IpgxncDCg]

 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.