დღეს ვიქტორ ვალდესის დაბადების დღეა!

  • 14-01-2020, 14:06
  • დღეს ვიქტორ ვალდესის დაბადების დღეა!

    1982 წლის 14 იანვარს, ბარსელონაში, კერძოდ კი ოსპიტალეტ დე ლიობრეგატში, დაიბადა "ბლაუგრანას" ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლეგენდარულ გოლკიპერს დღეს 38 წელი შეუსრულდა.

    ვალდესი "ლა მასიას" აღზრდილია, პირველ გუნდში იგი 2002-2014 წლებში გამოდიოდა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბის უცვლელი მეკარე.

    კატალონიელ მეკარეს ძალიან შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა, მან "ბლაუგრანასთან" ერთად 6 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, 6 ესპანეთის სუპერთასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი და 2 საკლუბო მუნდიალი მოიგო.

    ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვალდესი 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

    "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ ვალდესმა "მანჩესტერ იუნაიტედში", ბელგიურ "სტანდარტში" და "მიდლსბროში" ითამაშა, 2017 წელს კი პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

    ვიქტორ ვალდესი არის ზამორას ჯილდოს რეკორდსმენი, მას ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ აქვს მოგეული (5), ანტონი რამალეტსთან ერთად. გარდა ამისა ორჯერ იქნა დასახელებული ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარედ.

    2019 წელს "ბარსელონას" ლეგენდარულმა კიპერმა მშობლიური კლუბის 19-წლამდელთა გუნდის გაწვრთნა მოასწრო, ამჟამად კატალონიელი სპეციალისტი უმუშევარია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    F C BARCELONA ფანი [?]

    14 იანვარი 2020 23:18

    გილოცავ ვიქტორ

    0
    --------------------
    Visca barca❤️
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    14 იანვარი 2020 21:33

    იყო რააა, შტეგო ბევრად სჯობია.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Ckap წევრი [?]

    14 იანვარი 2020 19:50

    გილოცავ ბრიაატ

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 იანვარი 2020 15:58

    გილოცავ ვიქტორ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Bola Culé [?]

    14 იანვარი 2020 15:19

    ამას რომ არ აფასებენნერვები მეშლება. ტიპი რამხელა ლეგენდაა გუნდისთვის. ამის ბრძოლისუნარიანობა მისცა ესლა სხვებს.

    3
    გასულია
    duggu ფანი [?]

    14 იანვარი 2020 14:19

    უნიკალური შედეგების პატრონია მართლაც და ერთერთი მაგარი მეკარე ბარსას ისტორიაში

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV