"ბარსელონამ" "ინტერი" სუარესის დუბლით დაამარცხა
"კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა - "ბარსელონა" მილანის "ინტერს" დაუპირისპირდა.
მატჩის დასაწყისშივე, სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში მე-3 წუთზე ლაუტარო მარტინესმა გახსნა. მეორე ტაიმში "ბარსამ" თამაშში გარდატეხა შეიტანა და ლუის სუარესის დუბლის (58', 84') წყალობით, თამაში მოიგო - 2:1.
"სლავიას" და "ბორუსიას" შორის ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა გერმანელების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, ასე რომ, პირველ-მეორე ადგილებს 4-4 ქულით "ბარსელონა" და "დორტმუნდი" იყოფენ, "სლავიას" და "ინტერს" კი თითო ქულა აქვთ.
მესამე ტურში, ერნესტო ვალვერდეს გუნდი პრაღის "სლავიას" შეხვდება, იქამდე კი ლა ლიგაში კიდევ ორ მატჩს გამართავს. "ბლაუგრანას" მეტოქე ჯერ "სევილია", შემდეგ კი "ეიბარი" იქნება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]