"ბარსელონამ" "სლავია" დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, "ბარსელონა" გასვლაზე პრაღის "სლავიას" დაუპირისპირდა.
ჩეხებმა კატალონიურ გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და აქტიურობა შეძლეს. მე-3 წუთზე ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, მეორე ტაიმის სტარტზე კი იან ბორჟილმა ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე, პიტერ ოლაინკამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში - 1-2 დაფიქსირდა.
პარალელურად, "ინტერმა" დორტმუნდის "ბორუსია" 2-0 დაამარცხა. ჯგუფს "ბარსელონა" ლიდერობს, "ინტერი" და "დორტმუნდი" 4-4 ქულით მეორე და მესამე ადგილს იყოფენ, "სლავიას" კი ერთი ქულა აქვს.
მეოთხე ტურში, "ბარსა" "სლავიას" "კამპ ნოუზე" მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]