"ბარსა" ქულებს ისევ კარგავს - 0-0 "სლავიასთან"
- 5-11-2019, 23:54
-
WinGs
- 14

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ბარსელონამ" პრაღის "სლავიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.
კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ "სლავიამ" მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, ისევე როგორც წინა შეხვედრაში, რომელიც ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მოიგო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მეკარის, ონდრჟეი კოლარჟის თამაში.
4 ჩატარებულ შეხვედრაში 2 ფრის და 2 მოგების შემდეგ, "ბარსა" F ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს, "სლავია" კი 2 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. "ინტერს" და "დორტმუნდს", რომელთა დაპირისპირებაც რამდენიმე წუთში დაიწყება, 4-4 ქულა აქვთ.
"ბარსელონა" მომდევნო ტურში დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 28 ნოემბერს, 00:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]