ივან რაკიტიჩის მიღწევა ლა ლიგაში
სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ესპანეთის ჩემპიონატის 2018 წლის რეკორდსმენი გახდა.
წყაროს ცნობით, ხორვატმა ფეხბურთელმა 2018 წელს პრიმერა დივიზიონში 2676 გადაცემა გააკეთა. აქედან 2436 პასი ზუსტი აღმოჩნდა. ორივე მაჩვენებელი ლა ლიგაში საუკეთესოა.
რაკიტიჩი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა. მან გასულ სეზონში, 55 მატჩში, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამჟამად მის ანგარიშზე 24 შეხვედრა, 3 ბურთი და 6 საგოლე პასია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]