დემბელეს "ბარსელონადან" წასვლა არ უნდა

Cope-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელე "ბარსელონას" დატოვებას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ კატალონიელები "ატლეტიკოდან" ანტუან გრიზმანს შეიძენენ.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა", მომდევნო სეზონში, ახალგაზრდა ფრანგი შემტევის განათხოვრებას არ გამორიცხავს, Cope-ს ცნობით კი, ფეხბურთელი ამის წინააღმდეგია. მან იცის, რომ გრიზმანის მოსვლა მის მდგომარეობას გაართულებს, მაგრამ მას მაინც "ბარსელონაში" დარჩენა სურს.
ფეხბურთელისგან, რომელმაც მიმდინარე სეზონში ტრავმებმა დატანჯა, ის თამაში, რასაც ველოდით, პირველად გუშინ, "ვილიარეალთან" გამართულ შეხვედრაში (5:1) ვიხილეთ, როდესაც მან ერთხელ კოუტინიოს გაატანინა, ხოლო 2-ჯერ თავად გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]