"ბარსელონა" დემბელეს პსჟ-ში გაშვებას არ გამორიცხავს
კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" უსმან დემბელეს შენარჩუნება სურს, მაგრამ კარგი შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, 21 წლის ფრანგი შემტევის გაშვებას არ გამორიცხავს.
ცნობილია, რომ დემბელეს დამატების სურვილს "პარი სენ-ჟერმენი" გამოთქვამს, რომლის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ფეხბურთელს "დორტმუნდიდან" იცნობს.
კატალონიური კლუბის პოზიცია ასეთია - პრიორიტეტი დემბელეს შენარჩუნებაა, მაგრამ ფინანსურად მომგებიანი წინადადების არსებობის შემთხვევაში, ტრანსფერი გამორიცხული არაა.
ესპანელი ჟურნალისტის, ხერარდ მორენოს ცნობით, "ბარსა" ტრანსფერს იმის გამო არ გამორიცხავს, რომ კლუბში ფრანგი ფეხბურთელის დისციპლინით უკმაყოფილონი არიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]