წაუგებელი მხოლოდ "ბარსელონა" დარჩა
ევროპის წამყვან გუნდებს შორის ერთადერთი, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს, კატალონიის "ბარსელონაა".
დღეს, სერია A-ს მე-17 ტურის მატჩში, აქამდე წაუგებელმა მილანის "ინტერმა" "უდინეზეს" უმასპინძლა და 1:3 წააგო. "ინტერი" "ბარსელონას" გარდა ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, წაგება არ ჰქონდა. ახლა, ასეთი მხოლოდ კატალონიური კლუბია.
"ბარსელონამ", ესპანეთის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე, 23 თამაში ჩაატარა, რომელთაგან 18 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა, გაიტანა 55 და გაუშვა მხოლოდ 8 გოლი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]