კარისუ "ბარსელონასთან" ესპანეთის სუპერ თასზე ვერ ითამაშებს

კარისუ "ბარსელონასთან" ესპანეთის სუპერ თასზე ვერ ითამაშებს

"სევილიას" პორტუგალიელი ცენტრალური მცველი დანიელ კარისუ მომდევნო სეზონის სტარტზე, ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასთან" გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

გასულ შაბათს, ესპანეთის თასის ფინალის მიწურულს, კარისუმ ლიონელ მესის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. რამდენიმე წამში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, კარლოს დელ სერო გრანდემ, პორტუგალიელს მე-2 ყვითელი ბარათი მისცა და მოედნიდან გააძევა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 27 წლის ფეხბურთელმა მსაჯის მიმართ ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენა. შედეგად, არბიტრის შეურაცხყოფის გამო, მან 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ კარისუ ესპანეთის სუპერ თასის ორივე მატჩს, ასევე ესპანეთის თასის პირველ ორ დაპირისპირებას გამოტოვებს.

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩს ხავიერ მასკერანო და ევერ ბანეგაც გამოტოვებენ, რომლებმაც თასის ფინალში ასევე წითელი ბარათები მიიღეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Arsena1212
    სტუმარი [?]
    #7 26 მაისი 2016 02:18
    0
    neimari da messi ro gaaertiano isetia
    barselona6-0 reali
    სტუმარი [?]
    #6 25 მაისი 2016 18:11
    0
    iutubeshi vuyure magis videoebs magari igrokia kai iqneboda barsashi tan wesit iafad ubda daitrion
    Don... Cule Nicolas Quixote
    სტუმარი [?]
    #5 25 მაისი 2016 17:09
    0
    ციტატა: Lionel Messi - Pure Magic
    ისე ომარ აბდულრაჰმანი ბარსაში არავის გინდათ? (თუ გაგიგიათ ვინმეს:დდ). უმაგრესი ბიჭია, ყველაფერი აქვს პასი, სისწრაფე, მოედანს კარგად ხედავს, ერთი სიტყვით იმსახურებს გრანდში თამაშს, კარგად ხმარობს მარცხენა ფეხს და ჯერ 24 წლისაა. My Webpage

    მე ვიცი ეგ ომარა :დ :დ ნუ არამგონია ბარსაში გაქაჩოს მაგრამ ლივეში ან ტოტენჰემში შეიძლება :დ
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #4 25 მაისი 2016 15:39
    0
    ისე ომარ აბდულრაჰმანი ბარსაში არავის გინდათ? (თუ გაგიგიათ ვინმეს:დდ). უმაგრესი ბიჭია, ყველაფერი აქვს პასი, სისწრაფე, მოედანს კარგად ხედავს, ერთი სიტყვით იმსახურებს გრანდში თამაშს, კარგად ხმარობს მარცხენა ფეხს და ჯერ 24 წლისაა. My Webpage
    Royal Madrid
    სტუმარი [?]
    #3 25 მაისი 2016 15:33
    0
    ესპანეთის თასს ყოველთვის სუსტი იგებს ვინც არ მეთანხმებით გადაამოწმეთ 2012 დან დღემდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 მაისი 2016 15:13
    0
    იესე ეგ მსაჯი მაგარი გასალაძღი იყო მაგრად არმევასება რაა რაღაცნაირი ტიპია ვითომ ძაან დასტოინი რაა არადა (ყ---ე)
    messi 1999 2015
    სტუმარი [?]
    #1 25 მაისი 2016 15:12
    0
    ესპანეთის სუპერ თაასი ჩვენიაა