პიკეს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

პიკეს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "ბილბაოსთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს და თუ Marca-ს დავუჯერებთ, არაა გამორიცხული, კატალონიელი ფეხბურთელი 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

პიკემ, "ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერ თასზე გამართული განმეორებითი თამაშის 55-ე წუთზე, გვერდითი არბიტრის შეურაცხყოფის გამო, პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. იმის გამო, რომ მსაჯმა ფეხბურთელი მოედნიდან პირდაპირ გააძევა, დისკვალიფიკაცია არა მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასზე, არამედ ქვეყნის ჩემპიონატზეც იმოქმედებს და უკვე ცნობილია, რომ პიკე 23 აგვისტოს, ბილბაოში გამართულ შეხვედრას გამოტოვებს.

მადრიდული Marca-ს ცნობით, ის დარღვევა, რომელიც პიკემ ჩაიდინა, ოთხიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.