მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 21:45

საბაჰი

საბაჰი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფაბრეგასი ბარსას გაწვრთნის შესაძლებლობაზე საუბრობს

ფაბრეგასი ბარსას გაწვრთნის შესაძლებლობაზე საუბრობს

მოკლედ
"კომოს" მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიური გუნდის არცერთ თამაშს არ ტოვებს.

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა და იტალიური “კომოს” მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა TNT Sports Mexico-სთან ინტერვიუში კატალონიური გუნდის მომავალში გაწვრთნის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, მშობლიურ კლუბთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, თუმცა მომავალზე წინასწარ ფიქრი არ უყვარს.

“იქიდან ვარ, ამ კლუბში გავიზარდე და იქ ყველას ვიცნობ, მაგრამ შორეულ მომავალზე ფიქრი არასდროს მიყვარდა. როდესაც ასე მოვქცეულვარ, ჩემთვის ამას კარგი შედეგი არ მოუტანია.”

ფაბრეგასმა ასევე გაამხილა, რომ სამწვრთნელო საქმიანობით დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კატალონიური გუნდის ყველა შეხვედრას უყურებს.

“ბარსელონას” არცერთ თამაშს არ ვტოვებ. რამდენიმე დღის წინ აეკ-თან მატჩისთვის სათამაშო გეგმას ვამზადებდით, მე კი ტელეფონით “ბარსელონას” თამაშს ვუყურებდი. ჩემს ასისტენტებს მოუწიათ, ეთქვათ: “კონცენტრირდი, ეს მნიშვნელოვანია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი