workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკ ფაბრეგასს ბარსასთვის კონტრაქტში განსაკუთრებული პუნქტი აქვს

სესკ ფაბრეგასს ბარსასთვის კონტრაქტში განსაკუთრებული პუნქტი აქვს

bolt მოკლედ
სესკ ფაბრეგასის კონტრაქტში სპეციალური პუნქტია, რომელიც მას "კომოს" მცირე კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვების საშუალებას მისცემს, თუ "ბარსელონა", "არსენალი" ან "ჩელსი" მის მიწვევას გადაწყვეტს.

სესკ ფაბრეგასი მოკლე დროში ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელად ჩამოყალიბდა. 2023/24 წლების სეზონში, “კომოში” საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კატალონიელმა სამწვრთნელო საქმიანობა სწორედ იტალიური კლუბის აკადემიაში დაიწყო, სადაც თავდაპირველად 19-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

შემდეგ იგი პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოსიან რობერტსის ასისტენტი გახდა და ამ როლში 21 მატჩი ჩაატარა, ვიდრე UEFA-ს Pro ლიცენზიას მიიღებდა. 2024 წლის ივნისში “კომოს” სერია A-ში აღზევების შემდეგ ფაბრეგასმა გუნდი ჩაიბარა, გასულ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა.

სესკს “კომოსთან” კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში მისთვის მნიშვნელოვანი პუნქტიც არის გათვალისწინებული.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, თუ ფაბრეგასს მწვრთნელად მისი ერთ-ერთი ყოფილი კლუბი მიიწვევს, მას “კომოს” დატოვება სპეციალური პირობებით შეუძლია. საუბარია “ბარსელონაზე”, “არსენალსა” და “ჩელსიზე” – სამ კლუბზე, სადაც სესკმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გაატარა და ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.

ასეთ შემთხვევაში “კომოს” მის გასაშვებად მხოლოდ მცირე კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლება.

გასულ ზაფხულს ფაბრეგასით რამდენიმე ცნობილი იტალიური კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა მან “კომოში” დარჩენა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გადაწყვიტა. ამ ეტაპზე სესკს კლუბის დატოვება არ სურს, თუმცა ვითარება შეიძლება შეიცვალოს, თუ მომავალში “ბარსელონა”, “არსენალი” ან “ჩელსი” მის მიწვევას გადაწყვეტს.

ამჟამად “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჰანსი ფლიკის მდგომარეობა მყარია. გერმანელმა სპეციალისტმა ზედიზედ ორი ლა ლიგა მოიგო და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაისახა. ფლიკს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ფაბრეგასის სახელი “ბარსელონას” მომავალ მწვრთნელად აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა, განსაკუთრებით იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც ფლიკი კლუბის დატოვებას გადაწყვეტს. სესკი “ლა მასიას” აღზრდილია და მისი საფეხბურთო ხედვა “ბარსელონას” სტილს კარგად ერგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 30 სექ 2026, 13:23
    #1

    დაელოდე ფლიკია წასვლას ჯიგო არ იჩქარო. კომო მაგარ ხოდზე გყავს.