მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 21:45

საბაჰი

საბაჰი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ნეგრეირას საქმე – ბარსელონასა და რეალ მადრიდს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ნეგრეირას საქმე – ბარსელონასა და რეალ მადრიდს შორის შეთანხმება ვერ შედგა

მოკლედ
მადრიდის სასამართლოში გამართული შერიგების პროცედურა უშედეგოდ დასრულდა. "ბარსელონა" ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით საჩივრის შეტანას გეგმავს.

ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით ფლორენტინო პერესსა და “ბარსელონას” შორის გამართული შერიგების პროცედურა შეთანხმების გარეშე დასრულდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდის სასამართლოში შეხვედრა თბილისის დროით 12:40 საათზე დაიწყო და მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, სხდომას არ დაესწრო “რეალ მადრიდის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომელიც წინა საღამოს “სანტიაგო ბერნაბეუზე” პსვ-სთან თავისი გუნდის 5-1 გამარჯვებას ზეიმობდა. სასამართლოში ორივე მხარის ადვოკატები გამოცხადდნენ, რომლებმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

თითქმის იმავე დროს ბაქოში მყოფმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, “ბარსელონა” ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით კლუბის წინააღმდეგ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით საჩივარს შეიტანდა.

“ჩვენ კლუბის ინტერესებს ვიცავთ. როდესაც ჩვენი კონკურენტის უმაღლესი წარმომადგენელი სიმართლეს არ ამბობს და ისტორიის შეცვლას ცდილობს, სასამართლოს მივმართავთ, რათა მან საკუთარი განცხადებები უარყოს.”

ლაპორტას აზრით, მადრიდული კლუბი ნეგრეირას საქმეზე მუდმივი საუბრით ცდილობს ყურადღების გადატანას იმ ფაქტიდან, რომ ორი წელია ტიტული არ მოუგია.

გასულ შაბათ-კვირას “რეალ მადრიდის” დელეგატთა ასამბლეაზე ფლორენტინო პერესმა კატალონიური კლუბის წინააღმდეგ ბრალდებები კიდევ ერთხელ გააჟღერა. მან პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მოითხოვა და განაცხადა, რომ ამ საქმეში პირველი დაზარალებული სწორედ “რეალ მადრიდია”.

სააგენტო EFE-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” პერესისგან ბრალდებების უარყოფას ან იმ კონკრეტული მსაჯების, მატჩებისა და სათამაშო ეპიზოდების დასახელებას ითხოვს, რომლებშიც, მადრიდული კლუბის პრეზიდენტის მტკიცებით, კორუფციის ფაქტები გამოვლინდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი