France Football-ის მთავარმა რედაქტორმა ვენსან გარსიამ ისაუბრა მიზეზებზე, რომლებმაც ლამინ იამალს ოქროს ბურთის მოგებაში ხელი შეუშალა. მისი შეფასებით, 19 წლის ფეხბურთელს ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი თანაგუნდელმა, 30 წლის როდრიმ წაართვა.
ოქროს ბურთის გამოკითხვაში “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო როდრი მეოთხე პოზიციაზე გავიდა.
გარსიას აზრით, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს შორის ხმების განაწილებამ იამალის გამარჯვების შანსები შეამცირა.
“ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებში ხმები მართლაც გაიყო როდრისა და ლამინ იამალს შორის. ჩემი აზრით, როდრიმ ამ გამოკითხვაში ლამინს ხმები წაართვა.
ესპანელ ფეხბურთელებს შორის ხმები გარკვეულწილად გაიფანტა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ესპანეთის ნაკრები ძლიერი იყო, როგორც ერთიანი გუნდი. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა რთული რომელიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური თამაშის სხვებზე მაღლა დაყენება”, – განაცხადა გარსიამ.




გაიკეთონ ეგ ოქროს ბურთი უკან და დემბელებს ატენონ იამალი მაინც ნ1 ტალანტია პლანეტაზე.ერთერთი ფეხბურთელია ვისაც ხალისი შემოაქვს ამ რობოტიზირებულ ფეხბურთში✌🏻
Წელს არ ეკუთვნოდა ამაზე მაგარი სეზონები ექნება და არაერთ ოქროს ბურთს მოიგებს კეინისთვის ალალია ეს ჯილდო