“ბარსელონამ” როდრი ერნანდესის ტრავმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. 4 ნოემბერს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ესპანელ ნახევარმცველს მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთის მსუბუქი დაზიანება აქვს.
როდრიმ ტრავმა 3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ფეხბურთელმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, თუმცა შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. მის ნაცვლად თამაშში მარკ ბერნალი ჩაერთო. “ბარსელონამ” მატჩი 3-0 მოიგო.
კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, როდრი 8 ნოემბერს, ლა ლიგის მე-12 ტურში, “ატლეტიკოსთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
ამ ეტაპზე ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ტრავმის მდგომარეობა.




პრობლემა არ იქნება დეიონგი დადგება დაცვა არის მთავარი პრობლემა ზამთარში 1ცენტრალური მცველი თუ არ მოიყვანეს ლიგაზე ძალიან გაგვიჭირდება
მშვენიერი…ფრენკინიოს ვიხილავ ძირითადში 🥳
დეიონგიც კარგად დადგება მთლად ამოვარდნილი არაა რაც ითამაშა ცუდად არუთამაშია